x
image
ნოდარ ხვედელიძე
აღმოჩენა გუდიაშვილის მოედანზე
თბილისის ისტორიული ადგილის, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციისას არქეოლოგებმა არაერთი არტეფაქტი აღმოაჩინეს, შესაძლოა, გუდიაშვილის მოედანზე ნამოსახლარის გარშემო აღმოჩენილი არტეფაქტების დასაცავად ახალი სამუზეუმო სივრცე გამოიყოს.

image

აქ აღმოჩენილ კერამიკის ნამტვრევზე მამაკაცის სახეა გამოსახული, რაც არქეოლოგებში ბევრ კითხვას იწვევს. მოედნიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული ნივთები სხვადასხვა პერიოდით თარიღდება. ისინი დაზიანებულია, თუმცა აღდგენა შესაძლებელია.

აღმოჩენილი ნივთები მაშინდელ მცხოვრებთა მდიდარ ფენაზე მიანიშნებს.


image

მოედნის ქვემოთ ასევე აღმოჩენილია გვიანი შუა საუკუნეების სივრცე, რომლის დანიშნულებაც ჯერ–ჯერობით უცნობია. ქვებითა და აგურით მოპირკეთებული სამაცივრე ხარო, საკუჭნაო, ბუხარი და თონე საუკუნეების განმავლობაში აქ ცხოვრების დონის განვითარების უწყვეტობაზე მიანიშნებს, აქ აღმოჩენილი სივრცეები ასევე მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ტერიტორიებზე განვითარებული იყო მეთონეობა და ხელოსნობა.

0
15
1-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარ ხვედელიძე
ნოდარ ხვედელიძე
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0