ჯანმრთელი კვება უნიკალური მცენარე ანგინის, მაღალი ტემპერატურისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების წინააღმდეგ 2018, 12 ივნისი, 15:05 ალბათ ყველას გიყვართ ჟოლო,
ზაფხული და ცივი სასმელები წარმოუდგენელია ამ ხილის გარეშე – ჟოლო საკმაოდ სასარგებლო კენკრაა და არა მხოლოდ სასარგებლო; ის საუკეთესო საშუალებაა გრიპისა და გაცივების დროს, ასევე იმუნიტეტის გასაძლიერებლად. აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ ჟოლოს ნაყოფი, არამედ მისი ფოთლებიც გამოიყენება სხვადასხვა დაავადების დროს. ფოთლების შემადგენლობაშია C, E და K ვიტამინები. ჟოლოს ფოთლების ნახარში უმოკლეს დროში კურნავს ანგინას, საუკეთესო საშუალებაა მაღალი ტემპერატურის დასარეგულირებლად, ასევე წმენდს ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან. ჯოლოს ფოთლების ნახარში არაჩვეულებრივი საშუალებაა მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები აწუხებს, დღეში 2 ჭიქა ნახარში სწრაფად დაგავიწყებთ კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებულ პრობლემებს. 20 გრამი მშრალი, დაჭრილი ფოთლები მოხარშეთ 350 მგ ცივ წყალში 7 წუთი, ნახარში დალიეთ დღეში 3 ჯერ 1 ჭიქა. 259 2-ს მოსწონს
|