სხვა კონკურსის ”გახდი ბესტსელერის ავტორი 2018” მეორე ტური დაიწყო 2018, 12 ივნისი, 12:11
დიდი და სახალხო ლიტერატურული კონკურსის, „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018“-ის მეორე ტური დაიწყო. 2 ჟიურის და 3 ხალხის რჩეული - 14 ფინალისტიდან 5 გამარჯვებულს კომპეტენტური ჟიური და ხალხი ერთობლივად დაასახელებს. საბოლოო გამარჯვებულები 26 ივნისს დასახელდებიან. რამდენიმე დღის წინ კი 15 ფინალისტი დასახელდა. თუმცა გამარჯვებისთვის ბრძოლა 14-მა კონკურსანტმა გააგრძელა.
კონკურისის ორგანიზატორი გამომცემლობა ”პალიტრაL-ია”, რომლის ვებგვრედზეც ხმის მიცემა მიმდინარეობს. ”პალიტრაL-ის”საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, ნათია ზაქრაძის განმარტებით, საზოგადოების მხრიდან საკმაოდ მაღალი აქტივობა ფიქსირდება.
”გახდი ბესტსელერის ავტორი, ეს არის პლატფორმა მხოლოდ ძალიან ნიჭიერი ადამიანებისთვის. მათთვის, ვისაც სურს, საკუთარი რომანი ძალიან ფართო საზოგადოებას გააცნოს და წარმატებული სამწერლო კარიერა ჰქონდეს. ჩვენი კონკურსი საფუძველშივე დიდი ექსპერიმენტი იყო იმისთვის, რომ გვეპოვა მიძინებული ტალანტები, თაროზე შემოდებული ნაწარმოებები თუ ექსპერიმენტატორი მწერლები, რომლებიც მოცემული ვადებისა და მდგომარეობის ფარგლებში რომანის წერას შეეჭიდებოდნენ. უკვე მეორე ტური დაიწყო. ხალხის რჩეულებიც გამოიკვეთა, თუმცა გამარჯვებულების გამოვლენამდე 2 კვირაა. საერთო ჯამში კონკურსის ფარგლებში 20 000-მდე უნიკალური ნომრიდან დაფიქსირდა ხმის მიცემა. ეს კი ლიტერატურული კონკურსისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ძალიან სასიხარულოა, რომ ამდენი ადამიანი შეუერთა დიდ ლიტერატურულ მარათონს. მკითხველის პარალელურად, 2 გამარჯვებულს ჟიური გამოავლენს და თუ ხალხისა და ჟიურის რჩეულები ერთმანეთს არ დაემთხვა, საერთო ჯამში 5 გამარჯვებული გვეყოლება. ჟიურის წევრების ვინაობა კი გამარჯვებულების დასახელებამდე კონფიდენციალურია, ” - განმარტავს ნათია ზაქრაძე.
კონკურსში ”გახდი ბესტსელერის ავტორი” მონაწილეობის მიღება ნებისმიერი ასაკისა და გამოცდილების მქონე მწერლებს შეეძლოთ. ეს კი უნიკალური შანსია დებიუტანტი და დამწყები მწერლებისთვის, რომ საკუთარი შემოქმედება ფართო მასებს გააცნონ. წელს კონკურსი მეორედ ტარდება და საკმაოდ დიდი აქტივობით გამოირჩევა. ნათია ზაქრაძის განმარტებით, ეს აქტივობა გასული წლის გამარჯვებულების განსაკუთრებული წარმატებით არის გამოწვეული. მათი ნაწარმოებები ამჟამად, გამოცემიდან 6 თვის შემდეგ უკვე ნამდვილ ბესტსელერებადაა ქცეული. კონკურსი ”გახდი ბესტსელერის ავტორი” გამომცემლობა ”პალიტრა L-ის” ორგანიზებით, პირველად გასულ წელს ჩატარდა და 300–მდე კონკურსანტიდან 4 გამარჯვებული გამოვლინდა. ორგანიზატორმა მაქსიმალურად ყველა პირობა შეუქმნა რჩეულ ავტორებს. გამარჯვებულთა ნაწარმოებები ძალიან მაღალი ტირაჟებით გაიყიდა, რაც პირდაპირ გულისხმობს სტაბილურ შემოსავალს, ცნობადობასა დ ააღიარებას. ამას გარდა, გამარჯვებული ნაწარმოებებით სხვადასხვა ქვეყნის გამომცემლობებიც დაინტერესდნენ. ამჯერად, 2018 წლის კონკურსის ფინალში გადასული კონკურსანტების სიას გთავაზობთ:
23 4-ს მოსწონს
|