საზოგადოება ექსკურსიაზე გარდაცვლილ მოსწავლეს წესის აგებაზე უარი უთხრეს, რადგან მოუნათლავი იყო 2018, 12 ივნისი, 0:33 თელავში, გომბორის გზაზე გარდაცვლილ თბილისის 175-ე სკოლის მოსწავლეს სამღვდელოება წესის აგებაზე უარს იმ მიზეზით ეუბნება, რომ ოჯახმა ამ დრომდე მისი მონათვლა ვერ მოახერხა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობლები წერენ. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დღეს, 9 ივნისს, ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მიკროავტობუსის მძღოლი, 1981 წელს დაბადებული ბ. კ. დააკავეს.
.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით ამ ეტაპზე დადგინდა, რომ თელავის რაიონის სოფელ კობაძეებთან, ქალაქ თელავის მიმართულებით მოძრავი ფორდის მარკის მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ფერდობზე გადავარდა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის 4 მგზავრი გარდაიცვალა, ხოლო 21 დაშავდა. საქმესთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.
663 შეფასება არ არის
|