სხვა დღეს ,,რუსთავი 2''-ზე ,,მხოლოდ ქართული''-ს ფინალი გელით 2018, 11 ივნისი, 16:50 დღეს „რუსთავი2-ზე“ ყველაზე რეიტინგული მუსიკალური პროექტის ფინალია. გამარჯვებისთვის 4 ახალგაზრდა მუსიკოსი იბრძოლებს. მეგა პროექტის პირველი სეზონის გამარჯვებული მაყურებლის და ჟიურის ერთობლივი შედეგებით გამოვლინდება. მხოლოდ ქართული ტრადიციულად 21:00-საათიანი „კურიერის“ დასრულებისთანავე დაიწყება. ფინალში იბრძოლებენ: სოფო ბათილაშვილი, ალექსანდრე მრელაშვილი, საბა კემულარია და კონსტანტინე კარანაძე . მეგაშოუს ნახევარფინალი ოთო კვალიაშვილმა და გოგა გიორგელაშვილმა დატოვეს. 39 1-ს მოსწონს
|