x
image
Maia kordzadze
ქორწილი, რომელმაც მთელი თბილისი აალაპარაკა
image
ლალი ტო­ტი­კაშ­ვი­ლის სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტოს მო­დე­ლი, სოფო ლუ­ხუ­ტაშ­ვი­ლი ბიზნესმენზე გა­თხოვ­და. მისი და და­ვით კო­პა­ძის რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი „ლავ სთო­რი“, ულა­მა­ზე­სი ქორ­წი­ლით დას­რულ­და, რო­მელ­ზეც დღეს მთე­ლი თბი­ლი­სი ლა­პა­რა­კობს.https://reitingi.ambebi.ge/
სო­ფომ და და­ვით­მა ქორ­წი­ლი ღია ცის ქვეშ, ზუ­რაბ წე­რეთ­ლის მო­ნუ­მენ­ტთან „მე­ფე­თა სა­ვა­ნე­ში“ გა­და­ი­ხა­დეს, ქორ­წილ­ში უამ­რა­ვი სტუ­მა­რი იყო მიწ­ვე­უ­ლი. წი­ნას­წარ იყო გან­სა­ზღვრუ­ლი დრეს-კოდი, ბი­ჭებს ძი­რი­თა­დად ფრა­კე­ბი, ხოლო გო­გო­ნებს კოქ­ტე­ი­ლის კა­ბე­ბი ეც­ვათ.


პა­ტარ­ძალს ქორ­წილ­ში ავ­თან­დი­ლის კაბა ეცვა. ქორ­წი­ლის რე­ჟი­სუ­რა­ზე ბა­კურ ბა­კუ­რა­ძემ იზ­რუ­ნა. რო­გორც ბა­კუ­რა­ძემ სოც-ქსელ­ში და­წე­რა, მან შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფ­თან ერ­თად, ისეთ ქორ­წილ­ზე იზ­რუ­ნა, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას შე­უ­წყობს ხელს და თუ სტუმ­რე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბით ვიმ­სჯე­ლებთ, ეს ალ­ბათ გა­მო­უ­ვი­და კი­დეც, რად­გან ინ­ტერ­ნეტ­ში ყვე­ლა ამ ქორ­წილ­ზე წერს. ქორ­წი­ლის გა­ფორ­მე­ბა­ზე მოძ­რა­ო­ბის და პან­ტო­მი­მის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი ზრუ­ნავ­დნენ, ღო­ნის­ძი­ე­ბას რამ­დე­ნი­მე კა­მე­რით და ოთხი დრო­ნით იღებ­დნენ.


რაც შეეხება საქორწინო ტორტს, ის შვიდმეტრიანი გახლდათ და ისევე როგორც საქორწინო ინტერიერი, ტორტიც ვარდებით და ორქიდეებით იყო გაფორმებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილის საერთო ღირებულება დაახლოებით 250 000 ლარი დაჯდა. თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.



imageimageimageimageimageimageimage




3
1513
6-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
1513
  
2018, 14 ივნისი, 11:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 13 ივნისი, 1:33
ჯერ ის გვითხარით ლალი ტოტიკაშვილი ვინ არის, მერე მისი სააგენტოს მოდელი, მერე ე.წ. ლავ-ტროსი თუ სტორი და დრეს-კოდი რომელ ქართულ ლექსიკონში მოვძებნოთ რომ მივხვდეთ მნიშვნელობას. მერე ვილაპარაკოთ ვინ არის მთელი თბილისი. შევთანხმდით? ახალ დაქორწინებულებს ბედნიერებას ვუსურვებ
2018, 12 ივნისი, 9:41
აალაპარაკა არა.....
0 1 3