ქალი და მამაკაცი როგორ უნდა შეაყვაროთ თავი მამაკაცს: შვიდი მარტივი ნაბიჯი 2017, 11 სექტემბერი, 14:31 რასაკვირველია, ძალით ვერავის აიძულებ სიყვარულს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა მიატოვოთ ყველა მცდელობა, რომ მიიზიდოთ სასურველი ადამიანის ყურადღება. წარმოიდგინეთ ერთი წუთით, რომ თქვენ შეხვდით "თქვენს" სასურველ პიროვნებას და თოთქოს ყველაფერი კარგად მიდის, თქვენი ურთიერთობა ვითარდება, მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ ის იგივეს გრძნობს, რასაც თქვენ? ურთიერთობები მოითხოვს დროს, ერთგულებას და მოთმინებას. ბოლოს და ბოლოს, თქვენ ცდილობთ ამ ადამიანთან ცხოვრებას, და ეს ადვილი ამოცანა არაა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს იმის საშუალება, რომ ვინმემ გაითვალისწინა თქვენი სიყვარულის სიღრმე და იგივეთი გიპასუხათ. კარგი ურთიერთობა- წყვილის ცეკვაა, ორი ადამიანის, რომლებიც ერთმანეთთან ურთიერთქმედების ნაბიჯებს სწავლობენ და ხშირად არ ადგამენ ფეხს ერთმანეთს თითებზე. როგორც კარგი ცეკვისას, თქვენ შეგიძლიათ გადადგათ ნაბიჯები თქვენს ურთიერთობებში, რათა დაეხმაროთ მათ შეუფერხებლად და ლამაზად, დახვეწილად და სინქრონულად. შვიდი "პასი", რომ მან თქვენ შეგიყვაროთ: 1. იყავით ქალურები კაცს სურს ქალი, რომელიც ხედავს მასში გმირს, რომელზეც იგი ყოველთვის ოცნებობდა. და როდესაც ქალი იქცევა სათანადოდ, იგი ამ გმირს მიიღებს. კაცი გმირი მზად იქნება, დაიცვას თავისი ქალი სისხლის ბოლო წვეთამდე. გაგიკვირდებათ, რამდენად ძლიერად იმოქმედებს მასზე, როდესაც თქვენ გჯერათ მისი მამაკაცური ძალის და დაანახებთ მას ამას. 2. არ სცადო მისი გამოსწორება.
3. მადლიერი იყავი კარგი მამაკაცი (და ჩვენ ვეძებთ ზუსტად ასეთს, მართალია?) სთავაზობს ქალს ორ ძირითად საჩუქარს: დაიცვას და უზრუნველყოს. აქედან გამომდინარე, თუ ის მზად არის, რომ საფრთხე შეუქმნას თავის სიცოცხლეს და დაიცვას შენი, და თავისი დროის, ნიჭის და უნარის ინვესტირებას ახდენს, რათა უზრუნველყოს თქვენი - იყავით მადლიერები, სანაცვლოდ. თუ გინდათ, რომ მამაკაცმა დაინახოს თქვენში ყველაზე საუკეთესო და უიმედოდ შეგიყვაროთ - პატივი ეცით მის ძალისხმევას. 4. გაიზიარე ნამდვილ სილამაზეს ურთიერთობაში აქვს მარტივი ფორმულაა: ორი ადამიანი ქმნის წყვილს სურვილით გასცენ და არა მარტო მიიღონ. ეს არის მთელი ჯადოსნობა. 5. ნუ იქნებით ისტერიულები ისე არაფერი აიძულებს ადამიანს თავი იგრძნოს ცუდად, ვიდრე იმის გაგება, რომ მაგრად გაება პრობლემაში და არ შეუძლია მისი გადაჭრა. თუ თქვენ მუდმივად უკმაყოფილონი ხართ, კაცს ექნება უიღბლობის სტაბილური განცდა, და ის შეეცდება, რომ თავი შორს დაიჭიროს თქვენგან. ამავდროულად, არაფერი არ ხდის ისე წარმატებულად ადამიანს, როგორც მისი ბედნიერი პარტნიორი - აი, ამიტომ არის დადებითი და გაბრწყინებული ქალი ამდენად მიმზიდველი. 6. საიმედო დასაყრდენი ადამიანის ღირსების კონცეფცია ძალიან მნიშვნელოვანია, ის უნდა გძნობდეს, რომ მას აქვს საიმედო ზურგი შენი სახით. მან უნდა იცოდეს, რომ თქვენს თანამშრომლებთან ან მეგობრებთან დროებით სირთულეებზე არ საუბრობთ. მხოლოდ ქალი პარტნიორი შეიძლება გახდეს მამაკაცისთვის იდეალური თანამგზავრი. 7. დამოუკიდებლობა არ უნდა დავაბათ "მოკლე ბაწრით". კავშირი ციხე არაა, არ უნდა შეიზღუდოს ერთმანეთის სივრცე. კაცს სჭირდება თავისუფლება, ის უნდა შეხვდეს თავის მეგობრებს ბილიარდის ოთახში, წავიდეს სათევზაოდ ან უბრალოდ მოუჭიროს ჭანჭიკები გარაჟში. არ შეზღუდოთ მისი თავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეეცდება გათავისუფლდეს. წყარო: ivona.bigmir.net 120 3-ს მოსწონს
|