სხვა "მხოლოდ ქართული" ფინიშს უახლოვდება - სიახლე, რომელიც მაყურებელმა კონკურსანტებთან დარეკვისას უნდა იცოდეს 2018, 11 ივნისი, 11:06
11 ივნისს "მხოლოდ ქართულის" საფინალო შოუ გაიმართება, სადაც ერთმანეთს 4 კონკურსანტი (საბა კემულარია, სოფო ბათილაშვილი, კონსტანტინე კარანაძე, ალექსანდრე მრელაშვილი) დაუპირისპირდება. თითოეულს 3 სიმღერა აქვს წარმოსადგენი, ერთი - ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან, მეორე - ფოლკლორული ტურის ფარგლებში და მესამე - ბენდთან ერთად.
როგორც მაყურებელი ამბობს, კონკურსმა ზოგადად, ძალიან მალე გაიარა, თუმცა მათ პროექტში აჟღერებული სიმღერების მოწონება და შეყვარება უკვე მოახერხეს. სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობს კონკურსანტების მიერ შესრულებული ნომრები. ფინალისთვის მაყურებელს ერთი მარტივი წესი აქვს დასამახსოვრებელი, რის შესახებაც გიორგი უშიკიშვილი (კონკურსის ჟიურის წევრი) გვესაუბრება:
- საფინალო შოუზე მაყურებელმა შემდეგი რამ უნდა დაიმახსოვროს: უნდა მოიქცეს ისე, როგორც წინა ლაივზე, როდესაც ყველა სიმღერას (თითოეულ კონკურსანტს ორი სიმღერა ჰქონდა) ცალკე აძლევდა ხმას, ასევე იქნება ახლაც. ამიტომ, პირველი სიმღერის შემდეგ ხმის მიცემა განულდა და ხმის მიცემა მეორე სიმღერაზე თავიდან დაიწყო. მოკლედ, ეს პრინციპი შენარჩუნდება, ოღონდ, არა ორჯერ, არამედ მაყურებელს იმავეს გაკეთება 3-ჯერ მოუწევს. პირველ სიმღერას, რომელსაც სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულებენ, ხმას ცალკე მისცემენ, ფოლკლორის ტურს - ცალკე, შემდეგ კი უკვე ბენდთან ერთად ნამღერს - ცალკე. მაყურებელს თითო ნამღერზე თითო ხმის მისცემა მოუწევს. ცხადია, ჟიურიც თითოეულს ცალ-ცალკე შევაფასებთ. საბოლოოდ, ჟიურის და მაყურებლის შეფასებები ერთად დაჯამდება და გამოვლინდება კიდეც გამარჯვებული. საინტერესო ფინალს და საფინალო შოუს ველოდებით და ვპირდებით მაყურებელს. ფაქტობრივად, კონკურსანტებს გამოცდა მოვუწყვეთ, რადგანაც სხვადასხვა ჟანრის სიმღერების შესრულება მოუწევთ, რისთვისაც ახლა ემზადებიან.
- ქულების მიხედვით, პირველ ადგილზე გასული საჩუქრად ბინას მიიღებს, დანარჩენი ფინალისტებისთვის რა სურპრიზია? - პროექტს სხვადასხვა სპონსორი ჰყავს, რომელთაც ცხადია, თავისი ფავორიტები ჰყავთ, შესაბამისად, თუ რას გადაწყვეტენ ისინი, ეს მათი საქმეა. 23 1-ს მოსწონს
|