სხვა აი სი ჯგუფი გარანტიების გაცემის პირობებს ცვლის 2018, 11 ივნისი, 10:04 სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი საქართველოში მოქმედ ყველა კომპანიას, ვინც აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო ტენდერებში და ამ გზით ახორციელებს თავისი პროდუქციის ან მომსახურების მიწოდებას, ვალდებულებების შესრულების გარანტიებს (საბანკო გარანტია) განახლებული პირობებით შესთავაზებს. ბაზრის კვლევის მონაცემების ანალიზის შედეგად განახლებული გარანტიების პროდუქტი ჩვენს მომხმარებელთა მოთხოვნებს მოვარგეთ. მთავარი აქცენტი გადავიტანეთ სისწრაფეზე, 10 000 ლარამდე გარანტიები დაჩქარებული წესით, კლიენტის მხრიდან დოკუმენტაციის წარდგენიდან ერთ სამუშაო დღეში გაიცემა. ასევე შეიცვალა 10 000 ლარს ზემოთ არსებული საგარანტიო წერილის გაცემის ვადები.გვსურს ხელი შევუწყოთ იმ კომპანიებს, რომლებიც ხშირად შეზღუდულები არიან ვადებში, და მათზე მორგებული სწრაფი პროდუქტი შევთავაზოთ. სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი აქცენტს აკეთებს საბანკო გარანტიების შემდეგ სახეობებზე:
საბანკო გარანტია ბენეფიციარის სასარგებლოდ გაცემული წერილობითი დოკუმენტია, რომლის თანახმადაც გარანტი თავის თავზე იღებს ფულად ვალდებულებას ბენეფიციარის წინაშე, კომპანიის მაგივრად გადაიხადოს ფულადი სახსრები სრულად ან ნაწილობრივ, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ვერ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. აი სი ჯგუფი დაზღვევის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სადაზღვევო კომპანიაა, სადაც მომხმარებლებსა და დაინტერესებულ პირებს მოემსახურებიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლები.R 13 2-ს მოსწონს
|