x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
გიო ხუციშვილი გარდაიცვალა!
რამდენიმე თვეა, რაც გავრცელდა ამბავი, ბევრი ქართველი მაყურებლისა თუ მსმენელის საყვარელი მსახიობი და მომღერალი- გიო ხუციშვილის მძიმე დიაგნოზის შესახებ. მკურნალობას ისრაელში გადიოდა იმ იმედით, რომ ძალიან მალე "ისევ ფეხზე დადგებოდა" და ხელჯოხით გადაადგილება აღარ მოუწევდა, რადგან ვერაგმა დაავადებამ სწორედ ამ ფორმით იჩინა თავი, ფეხები სტკიოდა. როდესაც მეგობარ ექიმთან, აჩიკო სიხარულიძესთან მისულა, სწორედ მისი რჩევით დაუწყია საფუძვლიანი გამოკვლევა. კვლევამ ძალიან ცუდი შედეგები აჩვენა, თუმცა გიო ფარ-ხმალს არ ყრიდა და ჩვეულ რეჟიმში, მკურნალობების შემდგომ თავისუფალ ინტერვალებში, ხშირად მართავდა კონცერტებს სხვადასხვა ქალაქებში.


image


29 მაისს, მომღერალს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. მან კონცერტიც გამართა და რეპეტიციებს დიდი მონდომებით, მეუღლის- მაიკო ჯორჯაძის აკომპანემენტით გადიოდა. კონცერტზე კი ოცი სიმღერა შეასრულა, მათ შორის დუეტები მეუღლესთან და შვილთან - ზუკა ხუციშვილთან ერთად. კონცერტს უამრავი მაყურებელი და ცნობილი სახეები ესწრებოდნენ, ვარსკვლავი კი საქართველოს ექ­სპრე­მი­ე­რმა, ბიძინა ივანიშვილმა გაუხსნა.



imageimage


იმ იმედით გაჟღენთილი მომღერალი, რომ "კიბო განაჩენი არ არის" და ძალიან მალე ხელჯოხის გარეშე, ბევრი სიახლით წარდგებოდა საყვარელი აუდიტორიის წინაშე, რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვალა!



P.S. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და სრულიდ საქართველოს!



1
402
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
402
  
2018, 11 ივნისი, 12:20
ვუსამძიმრებ ოჯახს, ძალიან დამწყდა გული...
0 1 1