x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
"ამ ფაქტმა დამაფიქრა სხვა ადამიანების კეთილდღეობასა და სირთულეებზე„

image

პროდიუსერი ნოე სულაბერძე სოცალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


თბილისური ზაფხულის ცხელი დღე იდგა, ჩემს ეზოს თითქოს მაგნიტი ჰქონდა, შემეძლო სახლში საერთოდ არ ავსულიყავი. 6-7 წლის ასაკში ეზოში ერთ-ერთი ყველაზე კარგი ველოსიპედი ჩემი იყო და მიუხედავად იმისა, რომ სხვა ბავშვებსაც ჰქონდათ, ჩემი ველოსიპედით სახლის გარშემო წრეზე წასვლის თხოვნები ხშირი იყო. იმ დღეს ახალი ჩასული ვიყავი, ძალიან არ მინდოდა თხოვება და ლოდინი როდის დამიბრუნდებოდა. ამიტომ ყველას უარი ვუთხარი, მათ შორის რეზოს, რომელიც ხელში რაღაც უცნაურ რკინის ფულს ათამაშებდა. წრეზე კატაობის შესვენების დროს უცბად გამომიწოდა ერთმანეთიანის საიბილეო გამოშვება, რომელიც მიმოქცევაში თითქმის არ იყო და ჩუქების სანაცვლოდ ველოსიპედის თხოვება მთხოვა. ისე მომეწონა მონეტა რომ დაუყონებლივ გადმოვჯექი ველოსიპედიდან და მივეცი. სახლში ასვლისას რკინის მონეტას ხელში ვათამაშებდი, რომელიც ლილიმ მალევე შეამჩნია და გამომკითხა საიდან მქონდა. ძალიან შემრცხვა, როცა გავიგე რომ ამ ფულით ოჯახს, რომელსაც დიდად არ ულხინდა შეეძლო პური ეყიდა, რომელიც მოვაკელი იმის სანაცვლოდ, რაც ისედაც შემეძლო უანგაროდ გამეკეთებინა. ეს ფაქტი ჩემს ცხოვრებაში იყო ალბათ პირველი, როდესაც ოდნავ მაინც დაიმსხვრა ბავშვური ეგოიზმის კედელი და დამაფიქრა სხვა ადამიანების კეთილდღეობასა და სირთულეებზე. დღეს მთელი დღე ფიქრებით დედაჩემთან ვარ და ეხლაც ექსპრომტად გადავწყვიტე თუნდაც ეს ფატარა ფრაგმენტი გადმომეტანა ჩემი ულევი მოგონებებიდან.
მადლობა ლილი შენ რომ ასეთი იყავი, სულ ჩემთან ხარ და ამას რაც დრო გადის უფრო და უფრო ვგრძნობ


კომენტარები:


კახა ნატრიაშვილი - ყველაზე საოცარი ის არის, რომ ნებისმიერი გასაჭირის დროს როგორც ღმერთს, ისე შეგიძლია დახმარება სთხოვო დედის სულს და გამორიცხულია უნებლიედ არ მოგვარდეს ყველაფერი, აგერ უკვე თითქმის 20 წელია ყოველთვის უხილავად ვგრძნობ დედის დახმარებას ყოველთვის, როგორც ღვთის ანგელოზის....
ღმერთმა არ მოგაკლოს ნოე ჩემო ძმაო ლილი დეიდას უხილავი სულის ძალა, მას ნებისმიერ დროს შეუძლია გესაუბროს თუ მოუსმენ.....
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი კეთილი სული❤️❤️❤️❤️❤️❤️


sofia sofi - მონატრებად, ფიქრებად, უხილავ შეგრძნებად მოსული ის ცოცხლდება შენში, მანამ არსებობ შენ. დედა-შვილური სიყვარული უწვეტია დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე . სიყვარული სულით გვაერთებს მათთანაც ვინც დროსა და სივრცეში განგვეშორება. ამ ამბის გაზიარებით შენ ის არამარტო შენში გააცოცხლე შენი დედიკო, პირადად მე არ ვიცნობდი მაგრამ მისი პიროვნება ცხადად გადმოეცი რამდენად არაჩვრულებრივი ქალბატონის და კარგი დედიკოს შვილი ხარ. იცოცხლე ისე როგორც მას გაუხარდებოდა შენი ბედნიერება და აცოცოლე შენში ლამაზად .
სოფო ოჩიგავა - დღეს მეც ვფიქრობდი ლილიზე ძალიან, ძალიან მენატრება და მაკლია...image
0
44
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0