ფეხბურთი კლოზე:"2014 წლის მუნდიალზე თამაში მსურს" 2012, 1 ივლისი, 16:37 გერმანიის ეროვნული ნაკრების და რომის "ლაციოს" უბერებელი თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე იტალიასთან დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა. "ძალიან ცუდი დროება გვიდგას. სამწუხაროდ დავმარცხდით და ფინალში იტალია გავუშვით. არადა იმედი გვქონდა ფინალში გავიდოდით. ასევე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ კიდევ ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშო. თუ კარგი სათამაშო ფორმა მექნება "ლაციოში" 2014 წლამდე ვითამაშებ და მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მეც დავამთავრებ კარიერას, " - განუცხადა მირომ ავტორიტარულ გერმანულ გამოცემა "ბილდს". შეგახსენებთ, რომ კლოზეს სულ რაღაც ორი გოლი აკლია იმისთვის, რომ მოხსნას ბრაზილიელი ფენომენის(რონალდოს) რეკორდი. კიჭას 15 გოლი აქვს შეგდებული მსოფლიო ჩემპიონატებზე, გერმანელს კი 14. 64 6-ს მოსწონს
|