ფეხბურთი ქართველი, რომელიც "ბარსელონაში" თამაშობდა 2013, 6 მარტი, 23:49 ჰოლანდიურ კლუბ ვიტესის საკუთრებაში მყოფი ქართველი მოთამაშე გიორგი ჭანტურია, რომელიც ახლა განათხოვრებულია ვლადიკავკასის ალანიაში, როგორც იცით, გარკვეული დროს წინ ბარსელონას აკადემიაში თამაშობდა. მას ბარსელონა დუბლებში თამაშს სთავაზობდა, მაგრამ ჭანტურიამ სულ სხვა გზა აირჩია.
როგორც ჩანს, გიორგი განაწყენებულია მერაბ ჟორდანიაზე და ის კატეგორიულ უარს აცხადებს არნემში დაბრუნებაზე. არადა ვიტესის ერთ-ერთი ლიდერი გურამ კაშია გახლავთ, რომელიც მწვრთნელის სრული ნდობით სარგებლობს. ასევე გუნდში ირიცხება ვაკო ყაზაიშვილიც. საინტერესოა, თუ სად წავა ზაფხულის სანტრანსფერო ბაზრის დროს ფეხბურთელი. 226 14-ს მოსწონს
|