x
image
თორ ნიკე
კრიშნა და იესო - 5000 წლის წინ მცხოვრები დიდი მასწავლებლის ამბავი, რომელმაც სათავე დაუდო ქრისტიანობის უმთავრეს პრინციპებს
იყო თუ არა კრიშნა ისტორიული პიროვნება?


კრიშნა ინდო-არიული ვედური ეპოსის მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის რეალურად ცხოვრობდა 5000 წლის წინანდელ პერიოდში და ასწავლიდა ადამიანებს სიყვარულის დიადი ძალის შესახებ. თავად სიტყვა კრიშნა "უმაღლეს განმგებელს" ნიშნავს. ედ შიურეს მიხედვით კრიშნას სწავლების ძირითადი შინაარსი შემდგომში მდგომარეობდა: ადამიანის ფიზიკური სხეული მოკვდავია, მაგრამ ადამიანის სული, რომელიც მასშია, არის უხილავი, უწონო, გაუხრწელი და უკვდავი. ამავე დროს ადამიანი სამბუნებოვანია, სამებაა, ვინაიდან შედგება სხეულისგან, გონისგან (ტვინი) ანუ ფსიქოლოგიისგან (ფსიქესგან) და სულისგან (სპირიტისგან). როცა სული და შემდგომ აქედან გამომდინარე ფსიქე ემორჩილება სხეულს, ეს იძლევა უგუნურებას, "სულიერ სიბრმავეს" და "დროებით სიკვდილს". თუ სული ემორჩილება ფსიქეს და ნაწილობრივ სხეულსაც, მაშინ ადამიანი ტრიალებს ბედისწერის წრეში, ვერ თავისუფლდება კარმისგან და განაგრძობს რეინკარნაციას ანუ სიკვდილის შემდგომ კვლავ განსხეულებას და დაბადებას. ხოლო რაც შეეხება წმინდა სულებს, რომლებმაც შეძლეს განვითარების იმ საფეხურზე ასვლა, რომელიც საჭიროა კარმისგან თავის დასაღწევად, სიკვდილის შემდგომ ბუნებრივად მიილტვიან იმ სულებისკენ, რომელთაც შეძლეს ჭეშმარიტების შეცნობა. კრიშნა ცხოვრობდა დაახლოებით ძვ.წ. 30-ე საუკუნეში (5000 წლის წინ). პირველად ის მიხვდა, რომ ადამიანში მშვენიერებისა და ჭეშმარიტების გააზრება და შეთვისება მხოლოდ სიყვარულის და სიკეთის გზითაა შესაძლებელი. კრიშნამ შემოიტანა პირველად მესსიის იდეა, რომელიც შემდგომში იუდაიზმში გადავიდა და სათავე დაუდო მეშიახის მოსვლის მოლოდინს და აქედან გამომდინარე ქრისტიანობასაც.

კრიშნა რომ ისტორიული ფიგურაა, რომელიც ნამდვილაც ცხოვრობდა დედამიწაზე ძვ.წ. 30-ე საუკუნეში, რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რამ მასზე არის ჰიპერბოლიზებური და მითოსის ბურუსში გახვეული შემდგომ საუკუნეებში, მაგრამ მისი არსებობა, როგორც პირვონების დასტურდება რამდენიმე დამოუკიდებელი წყაროს მიხედვით. მოდით განვიხილოთ 3 ასეთი წყარო:


არქეოლოგია



თანამედროვე დვარკას წყალქვეშა ექსპედიციებმა აღმოაჩინეს უძველესი დვარკას ქალაქის ნაშთები, როგორც ეს აღწერილია მაჰაბჰარატაში და შრიმად ბჰაგავატამში. ამოღებული ნიმუშები, როგორიცაა ბეჭდები და მონეტები, რომელთაც გააჩნიათ სახელები და ინსიგნიები მათზე, ცხადჰყოფენ, რომ კრიშნას აღწერილობანი წმინდა ტექსტებში არის არა მითოლოგიური, არამედ ისტორიული.


ქალაქი დვარკა


არქეოასტრონომია


მაჰაბჰარატა აღწერს უამრავ უჩვეულო ასტრონომიულ ფორმირებას, განსაკუთრებით მწობრად. მზეს, მთვარეს და 6 ხილულ პლანეტას, ერთ ხაზზე განლაგებულს კალი იუგას დასაწყისში 5000 წლის წინ. დღესდღეობით ჩვენ გაგვაჩნია ასტრონომიული ხელსაწყოები, რომელიც გვიჩვენებს ამ განსაზღვრულ კოორდინატებს. დაახლოებითი გამოთვლები გვიჩვენებს, რომ პლანეტების განლაგება ცაზე იყო ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენმა შორეულმა წინაპრებმა დაინახეს. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მაჰაბჰარატას ასტრონომიული ფორმირებები მართლაც მოხდა 5000 წლის წინ.


ლიტერატურა


კრიშნა არა მხოლოდ ვედურ ლიტერატურაშია ნახსენები, არამედ არა-ვედურ ლიტერატურაშიც, როგორიცაა ბუდისტური "სუტრაპიტაკა" და "ლალიტავისტარა". ვედურ ლიტერატურას შესაძლოა ბრალი დაედოს, რომ ცდილობს "ააგოს კრიშნას მითი", მაგრამ არა არა-ვედურ ლიტერატურას, ვინაიდან ისინი ხშირად აღწერენ კრიშნას უარყოფითად. მაგრამ კრიშნას და მისი სწავლებების სახელის შელახვის მცდელობის მიუხედავად, ისინი არასოდეს უარყოფენ მის ისტორიულ არსებობას, არამედ არაპირდაპირ მტკიცედ ადასტურებენ მის ისტორიულობას.


ასეთი მტკიცებულებების არსებობის გამო, მსოფლიოს უმეტესი სწავლულები ეთანხმებიან იმას, რომ კრიშნა ისტორიული პიროვნებაა. ჩვენ მხოლოდ ორ მათგანს დავაციტირებთ. ერთ ინდოელს და მეორეს დასავლელს:

"ახლა უკვე არსებობს საყოველთაოდ მიღებული აზრი, რომელიც მხარს უჭერს კრიშნას ისტორიულობას" რ.ს. მაჯუმდარი წიგნში "ინდოელი ხალხის ისტორია და კულტურა"

"თავისთავად კრიშნა რომ ისტორიული ფიგურა გახლდათ, ეს მართლაც საკმაოდ უდავოა" რუდოლფ ოტო წიგნში "ორიგინალი გიტა"


"მე მარადიული სული ვარ, განმგებელი ამა სოფლისა,

მე მმორჩილებს ბუნება, ვევლინები მსოფლიოს ხალხებს,

როდესაც ისინი ქაოსში იძირებიან და კანონზმიერებანი ირღვევა.

კეთილთა სახსნელად და ბოროტთა სასჯელად

საუკუნიდან საუკუნეში ვიბადები ამ ქვეყანაზე."



იესო და კრიშნა


ძალიან ბევრი რამ იესოს, რომელიც ისტორიულად რეალურად არსებული ფიგურა იყო, შემდგომში მიაწერეს სწორედ კრიშნაიზმიდან, როდესაც იესოს სწავლებები ყალიბდებოდა როგორც რელიგია. ამაზე იმუშავეს რომის იმპერიის სწავლულებმა. ძალიან ბევრი პარალელის გავლებაა შესაძლებელი კრიშნასა და იესოს შორის. კრიშნა დაიბადა ზაფხულში, აგვისტოს თვეში, ჯამაშტამის პერიოდში. ის იშვა ქალისგან სახელად დევაკი. დევაკს კრიშნამდე 7 ვაჟი ჰყავდა ჩვეულებრივ სქესობრივი კავშირის შედეგად ჩასახულნი, თუმცა შრიმაად ბჰაგავატგიტამში დაწერილია, რომ კრიშნა დევაკს ჩაესახა სქესობრივი კავშირის გარეშე.


დევაკი და კრიშნა (მარჯვნივ) - იესო და მარიამი (მარცხნივ)


კრიშნას დაბადების მომსწრენი იყვნენ ანგელოზები და მენახირეები (იესოს შემთხვევაში ანგელოზები და მწყემსები). მისი ძღვენი იყო ზეციდან გარდამოცვენილი ღვთაებრივი ყვავილები. კრიშნა ბავშვობაში იდევნებოდა ტირანის მიერ, რომელსაც მისი მოკვლა სურდა და ამ მცდელობისას მან დახოცა ჩვილები იმ იმედით, რომ ერთ-ერთი კრიშნაც იქნებოდა. (წყარო: შრიმად ბჰაგავატ პურანა - ბ.კ. ჩატურვედი. გვ. 77. ასევე შრიმააად ბჰაგავატგიტამი 10.4).

უამრავ გამოსახულებაში კრიშნა გვევლინება გველეშაპთან ან გველთა მებრძოლად და მის გამგმირავად, დამმარცხებლად, როგორც შემდგომში ქრისტიანობაში იესო და შემდგომ ხატწერაში წმინდა გიორგი.


კრიშნა ამარცხებს გველეშაპს


ბევრ გამოსახულებაზე კრიშნა იჭერს კუდით და იმორჩილებს მას. კრიშნა ბატონობს მასზე და თავზე ადგას ბოროტებას გამარჯვებული.


კრიშნა ამარცხებს გველეშაპს


კრიშნა ახდენდა უამრავ სასწაულს, ეხმარებოდა ავადმყოფ ადამიანებს, აჯამრთელებდა მათ, ფლობდა ძველ ინდურ ცოდნას მცენარეებისგან წამლების დასამზადებლად, რაც შემდგომ ხალხში გახდა ლეგენდების მიზეზი იმისთვის რომ მიეწერათ მისთვის ისეთივე ზებუნებრივი კურნებანი, როგორც შემდგომ იესოს მიაწერეს. კრიშნა ხალხს ასწავლიდა იგავების ენით და უპირსპირდებოდა ინდუისტ მღვდლებს და სწავლულებს, მაშინდელ სასულიერო პირებს იმის გამო, რომ ისინი დიდ ყურადღებას აქცევდნენ რიტუალებს და გარეგნულ მხარეს წესების დაცვისა და აღსრულების, ხოლო კრიშნა მიუთითებდა მათ, რომ მთავარი არა გარეგნული მსახურება და რიტუალები (თეატრალიზება), არამედ სულიერი მდგომარეობა, ადამიანების სიყვარული და მათთვის სიკეთის ნდომა ან ქმნა არისო. ასე ამხელდა მათ სიყალბეს და ყალბ დამოკიდებულებებს სამყაროსა და ჭეშმარიტების მიმართ.

კრიშნას ჰყავდა უამრავი მოწაფე და ერთი გამორჩეულად საყვარელი მოწაფე - არჯუნა. კრიშნამ 125 წელი იცოცხლა. ის შემთხვევით მოკლა მონადირემ. სიკვდილის შემდეგ მისი სული ზეცად ამაღლდა. ინდუიზმის თანახმად ის დაბრუნდება დედამიწაზე, ისევ იშვება ინკარნაციის გზით. კრიშნას მეორედ მოსვლისას იგი გაწმენდს დედამიწას ბოროტმოქმედებისგან და გადაიყვანს კაცობრიობას ახალ უფრო მაღალ ცნობიერებაში, რასაც კრიშნას ცნობიერება ჰქვია.

ინდური ღმერთი სამპიროვანია, სამებაა, რომელსაც ინდურად ტრიმურტი (სამება) ჰქვია. მისი შემადგენელი ნაწილებია - ბრაჰმა (მამა ღმერთი), ვიშნუ (ძე ღმერთი) და შივა (სულიწმინდა). სწორედ ვიშნუს ავატარია კრიშნა ეს ნიშნავს, რომ ვიშნუ დედამიწაზე მოვიდა კრიშნას სახით და სახელით, ისევე როგორც ძე ღმერთი მოვიდა დედამიწაზე იესოს სახით.



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
771
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
771
  
2018, 10 ივნისი, 11:43
უკანასკნელი საუკუნეების მიჯნაზე წყალქვეშა არქეოლოგებმა ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმოჩენა გააკეთეს - ძველი წყალქვეშა ქალაქი, რომელიც მიწისძვრის შედეგად ჩაიძირა წყალში. დვარაკა - უძველესი მითიური დასახლება ძვ.წ. 7,500 წლით თარიღდება. ეს უზარმაზრი ქალაქია, რომელიც რამდენიმე მილზეა გადაჭიმული და შედგება გეომეტრიულად უკიდურესაც სწორად განლაგებული ქუჩებით, ქვის სახლებით, სასახლეებითა და ტაძრებით. აღნიშნულმა აღმოჩენამ თითქმის გადატრიალება მოახდინა მეცნიერებაში და თითქმის სამჯერ გაზარდა დედამიწაზე პირველი ქალაქური დასახლების ასაკი.
0 1 1