სხვა როგორია ადამიანის როლი და პასუხისმგებლობა დედამიწის მომავლის განსაზღვრაში? - ენციკლოპედია ”დედამიწის” მე-5 ტომი გაყიდვაშია 2018, 8 ივნისი, 11:28 ![]() "იყო დრო, როდესაც დედამიწა სამყაროსა და, საზოგადოდ, ყველაფრის ცენტრად განიხილებოდა. ახალმა კვლევებმა და აღმოჩენებმა წარმოდგენები შეცვალა − ახლა ჩვენი პლანეტა მატერიის პაწაწინა ფრაგმენტად განიხილება. შესაბამისად, ისედაც უკიდეგანო და უსასრულო სამყაროს „საზღვრები“ კიდევ უფრო „გაფართოვდა“. სად არის დედამიწის ადგილი ამ უსასრულობაში? სამყაროს გაფართოებამ ხომ არ დაჩრდილა მისი უნიკალურობა? რა შეიცვალა მასზე „დაბადებიდან“ დღემდე? როგორია მისი მომავალი და ამ მომავლის განსაზღვრაში ჩვენი - ადამიანების როლი და პასუხისმგებლობები? - ამ და სხვა კითხვებზე პასუხს ხუთტომეულიდან მიიღებთ. უკვე ხუთივე ტომი ხელმისაწვდომია და მკითხველს შეუძლია სრული ინფორმაცია მიიღოს დედამიწის შესახებ, შესანიშნავად ილუსტრირებული 5 წიგნიდან. ეს არის საუკეთესო კოლექცია, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენთვის და ასევე, საუკეთესო საჩუქარია ახლობლებისა და მეგობრებისთვის, ” - განმარტავს ანი თოდრია. რაც შეეხება, სერიის წინა წიგნებს: წიგნი 1 "დაბადება" − მოგვითხრობს, როგორ იზრდებოდა და ფართოვდებოდა სამყარო 13, 7 მილიარდი წლის წინ მომხდარი დიდი აფეთქების შემდეგ და როგორ გადაეცა დედამიწას, ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში, მზისგან კოლოსალური სიმხურვალე, რომელსაც ჩვენი პლანეტა დღემდე „ინახავს“; წიგნი 2 "ხმელეთი" – გვიყვება, როგორ ყალიბდებოდა და როგორია ახლა დედამიწის ზედაპირი თუ წიაღი; წიგნი 3 "ჰაერი" - მოგვითხრობს, როგორ ფორმირდება ატმოსფერული მოვლენები; წიგნი 4 "წყალი" − ინფორმაციას გვაწვდის უნიკალურ სამყაროზე: მსოფლიოს ოკეანეებზე, მდინარეებსა და ტბებზე; 11 3-ს მოსწონს
|