x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
სუფრის ეტიკეტის 15 წესი, რომელიც კარგად აღზრდილმა ადამიანმა უნდა დაიცვას
image

ვახშამი თუ სადილი ოჯახურ წრეში-სასიამოვნო და კომფორტულია, მაგრამ ზოგჯერ ისეთ წვეულებაზეც შეიძლება მოხვდეთ ან თუნდაც ძვირადღირებულ რესტორანში, სადაც ეტიკეტის დაცვა აუცილებელია. თუ გსურთ, რომ თქვენი თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოთ, ეს 15 წესი უნდა გაითვალისწინოთ:


1.წვეულებაზე ჩანთა თუ კლატჩი მარცხენა ხელით უნდა ატაროთ, რომ ახალი ნაცნობებისთვის ხელის ჩამორთმევის მომენტში უხერხულობა არ შეგექმნათ.

image


2. არ დადოთ სმარტფონი მაგიდაზე და მით უფრო, ნუ შეძვრებით სოციალურ ქსელებში ვახშმის დროს. ეს სხვა სტუმრებისადმი უპატივცემულობაა.


3. რესტორანში ყოფნისას ყურადღება მიაქციეთ დანა-ჩანგლის განლაგებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, სწორედ მათი დახმარებით კითხულობს ოფიციანტი თქვენს განზრახვას და დამოკიდებულებას.

image

4.გახსოვდეთ, ასეთ წვეულებებზე ჭიქების მიჭახუნება არ შეიძლება, ჭიქა თვალების სიმაღლეზე უნდა ასწიოთ და იმ ადამიანის მიმართულებით გაიხედოთ, ვისი სადღეგრძელოცაა.


5.თუ მაგიდიდან ხელსახოცი ჩაგივარდათ, თქვენ უნდა აიღოთ, ხოლო თუ დანა ან ჩანგალი გადავარდა, ოფიციანტს უხმეთ.


6. რესტორანში არ შეიძლება ოფიციანტს მიეხმაროთ-თეფშები მიაწოდოთ, ან შეკვეთა ხელიდან გამოართავათ და თქვენ დადოთ მაგიდაზე. ასე მხოლოდ უხერხულობაას უქმნით მასაც და სხვა სტუმრებსაც.


7.ასევე, როცა სახლში იმყოფებით სტუმრად, არ ხართ ვალდებული, რომ დიასახლისს მიეხმაროთ. ზრდილობის გამო დახმარება მაინც უნდა შესთავაზოთ, მაგრამ ეტიკეტის თანახმად მან ასევე თავაზიანი უარი უნდა გითხრათ.


8. ჩაის კოვზი მხოლოდ იმისთვისაა, რომ შაქარი ჩაყაროთ ფინჯანში, რის შემდეგაც მისი ფინჯანში დატოვება დაუშვებელია.

image

9.ვარცხნილობისა თუ მაკიაჟის შესწორება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მაგიდასთან. ამისთვის სპეციალურ ოთახში უნდა გახვიდეთ.


10. ეტიკეტის თანნახმად, ქალმა მამაკაცს თავისი ჩანთა არ უნდა გადასცეს დასაჭერად, მაგრამ ზედა ტანსაცმელი-პიჯაკი თუ პალტო-სწორედ მისმა კავალერმა უნდა დაიკავოს.

image

11.თუ რაიმე ინციდენტი შეგემთხვათ, ბოდიში მოიხადეთ მხოლოდ ერთხელ. არაა საჭირო მთელი საღამო ამ ინციდენტზე ფიქრი და გაუთავებელი ბოდიშები და ახსნა-განმარტებები.


12.რესტორანში სწორედ ქალი წყვეტს, როდის დამთავრდეს ვახშამი.

image

13. რა დაწესებულებაშიც არ უნდა შეხვიდეთ, მიესალმეთ ადმინისტრატორს, ოფიციანტებს თუ სხვა პირებს, მათი სტატუსის, ეროვნების და პროფესიის მიუხედავად.


14. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მანიკიურს, როცა ოფიციალურ ღონისძიებაზე მიდიხართ. მანიკიური ერთი ტონის უნდა იყოს, ნუდ-სტილში, ყოველგვარი მოხატულობისა და ბრჭყვიალების გარეშე.


15. ყოველთვის გადაუხადეთ მადლობა მასპინძელს, ოფიციანტს და წვეულების მთავარ პირს.image


2
30505
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
30505
  
2018, 8 ივნისი, 22:08
კარგი სტატიაა,ამგვარი სტატიები ნამდვილად საჭირო რამაა დღევანდელი საზოგადოებისათვის
2018, 7 ივნისი, 17:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2