x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
აუცილებლად დაყარეთ თქვენს ლეიბზე სოდა! იცით რატომ?
საკვები სოდა რომ შეუცვლელი პროდუქტია სამზარეულოში, ეს დიდი ხანია ყველამ კარგად ვიცით, თუმცა მისი წარმოუდგენელი ეფექტები სხვადასხვა დარგსა თუ პირად ჰიგიენაში დღითიდღე გვაოცებს. დღეს მისი კიდევ ერთი წარმოუდგენელი ეფექტის, უცნაურად გამოყენების შესახებ მინდა გიამბოთ.


image


აუცილებლად დაყარეთ თქვენს ლეიბზე სოდა და იცით რატომ?


სულ ცოტა შვიდი საათით მაინც გვძინავს დღე-ღამის განმავლობაში საწოლში, თხელი ზეწარი კი, რომელიც ლეიბზე გვაქვს გადაფარებული, მას დაბინძურებისგან ვერ იცავს და გაოფლიანების შემთხვევაში კანის მკვდარი უჯრედებიდან მიკრობები სწრაფად მრავლდებიან. ამიტომ თუ რეგულარულად არ გაწმენდთ ლეიბს, გამოიწვევს ალერგიულ რეაქციებსა და ასთმასაც კი. არ მოგიწევთ მათი ქიმწმენდაში წაღება, უბრალოდ გამოიყენეთ საკვები, პურის სოდა და მისი სისუფთავე უბადლო და წარმოუდგენელი იქნება.



როგორ გავწმინდოთ ლეიბი სოდით?


მეცნიერული კვლევების შედეგად მრავალი წლის წინ დადგინდა რომ საკვებ სოდას შეუძლია დახოცოს სტრეპტოკოკური და სხვა პათოგენური ბაქტერიების კოლონები. ამიტომ მოდით გავწმინდოთ ლეიბი, რისთვისაც დაგჭირდებათ ერთი კოლოფი სოდა, სურნელოვანი ეთერზეთი და მტვერსასრუტი. გადმოაბრუნეთ ლეიბი (ისე ცნობისათვის ლეიბი სისტემატიურად უნდა აბრუნოთ ისედაც), ერთ კოლოფ სოდას შეურიეთ 10-20 წვეთი ეთეროვანი ზეთი, კარგად აურიეთ და დაყარეთ ლეიბზე. დატოვეთ ამ მდგომარეობაში ერთი საათით, რომ მან თავისი საქმე საფუძვლიანად გააკეთოს. შემდეგ კი მტვერსასრუტით გაწმინდეთ. ნახავთ რომ ლეიბი არამარტო გათეთრდა, შეიძინა სურნელოვანი სუნიც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაიხოცა მასზე არსებული ყველა ბაქტერია.


ეს სრულიად უვნებელი, იაფი და მარტივი პროცედურა აგარიდებთ თავიდან ქიმწმენდაში სოლიდური თანხის ხარჯვას. (ნათელი მაგალითისთვის იხილეთ ვიდეო)





იხილეთ აგრეთვე:


თუ თქვენი მეტალო-პლასტმასის ფანჯრები სიცივეს ატარებს, ეს აუცილებლად გამოგადგებათ

როგორ გავხსნათ დაკონსერვებული ქილა სახსნელის გარეშე?
როგორ გავაკეთოთ ჩვენი ხელით თუნუქისგან გასაღების "დუბლიკატი"- აუცილებლად გამოგადგებათ
სუპერ–წებო და სოდა ერთად სასწაულებს ახდენს- გაოცდებით!
10 ეშმაკური ხრიკი, რომლებიც საგანგებო სიტუაციაში დაგეხმარებათ- გაითვალისწინეთ
10 აუცილებელი რჩევა წარსულიდან, რომელიც ყველამ უნდა იცოდეთ უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად
რატომ უნდა დავკიდოთ კარზე წყლით სავსე ცელოფანი? შემთხვევა, რომელმაც ბევრი გააოცა
ჭუჭყსა და ცხიმთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდი- სამზარეულოს სისუფთავის საიდუმლო
მრგვალ ტორტს აქამდე არასწორად ვჭრიდით – დაჭრის სწორი მეთოდი
ბრინჯს ცეცხლი წაუკიდეს და შედეგმა ყველა გააოცა- თქვენც სცადეთ

0
39001
20-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
39001
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0