საზოგადოება დედამიწას ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი უახლოვდება 2018, 7 ივნისი, 12:23 ![]() 28 ივნისს დედამიწას დაფარავს ძლიერი მანიტური ქარიშხლი, ამის შესახებ იტყობინება რუსეთის ფედერაციის მეცნიერებათა აკადემიის ლებედეევის სახელობის ფიზიკური ინსტიტუტი. მაგნიტურმა ქარიშხალმა შეიძლება ენერგიტიკის სისტემაში გამოიწვიოს მცირე გადახრები. ასევე, შეიძლება დაზიანდეს კოსმოსური კონტროლის სისტემები, რაც გამოიწვევს პოლარულ ნათებებს 60 გრადუსის ფართობზე და უფრო მაღლაც. აპრილში დედამიწა შეეჯახა მოულოდნელ მაგნიტურ ქარიშხალს.20 აპრილს მეცნიერებმა დაარეგისტრირეს სუსტი მაგნიტური ქარიშალი, რომელიც მზის აქტივობის არარსებობის ფონზე გამოჩნდა, მისი არც გრძელვადიანი და არც მოკლევადიანი პროგნოზირება არ შეიძლებოდა. სუსტი და შეუმჩნეველი მაგნიტური ქარიშხლის წარმოქმნა მეცნიერებმა მზის ქარის სიჩქარის ცვლილებას დაუკავშირეს. საგანგებო სიტუაციების მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრი გვაფრთხილებს, რომ 2018 წელს დედამიწაზე გავრცელდება 35 მაგნიტური ქარიშხალი, რომელთაგან 4 იქნება ძალიან ძლიერი. რამდენიმე მაგნიტური ქარიშხალი გაგრძელდება 5 დღეს. 840 1-ს მოსწონს
|