x
image
გემი დალანდი
ექსტრასენსის რჩევები-როგორ მოვიზიდოთ წარმატება
იმისთვის, რომ სახლში თუ სხვადასხვა საქმეში წარმატება და იღბალი მოვიზიდოთ, “ექსტრასენსთა ბრძოლის" ერთერთი მონაწილე ალენა კურილოვა გვირჩევს:


1. მნიშვნელოვანი მოვლენის წინა ღამე

რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენის წინა საღამოს, აიღეთ ის ფეხსაცმელი, რომლის ჩაცმასაც მეორე დღეს აპირებთ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე და ჭვინტებით შემოსასვლელისკენ დააწყეთ. დილით კი აუცილებლად ამ ფეხსაცმლით უნდა გადააბიჯოთ ზღურბლს, თანაც მარჯვენა ფეხით.

image


2. ბედნიერებისთვის

რა ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ნალი უნდა იყიდოთ. მთავარი პირობაა-ახალი უნდა იყოს, ხოლო ნამდვილი იქნება თუ სუვენირი, ამას უკვე არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. შემდეგ სთხოვეთ რომელიმე ახლობელს, რომ ეს ნალი დაგიმალოთ და მის პოვნას შეეცადეთ, მას შემდეგ, რაც ნალს იპოვით, ჩამოკიდეთ შემოსასვლელი კარის ზემოთ, ისე, რომ ბოლოები ზემოთ ჰქონდეს.image

3. ავადმყოფობისგან გათავისუფლება

თუ თქვენი ახლობლებიდან ვინმე ხშირად ავადმყოფობს, შეგიძლიათ სცადოთ და უბრალო რიტუალი ჩაატაროთ მის დასახმარებლად. აიღეთ ავადმყოფის ზეწარი, გააღეთ ფანჯარა, გაფერთხეთ და თან თქვით : “ახალი დღე-ახალი საკვები, ახალი დღე-ახალი ჯანმრთელობა."

image

4. იღბლის მოზიდვა

იმისთვის, რომ ის მოიზიდო, რაც გაკლია, შობის წინა ღამე უნდა შეარჩიოთ. გააღეთ შემოსასვლელი კარი, აიღეთ ცული და ყუით დაარტყით ზღურბლს, თან თქვით :“Прибываю, прибываю, к дому зазываю… "' ან “ვმატებ, ვმატებ, სახლში ვეპატიჟები..."- და სამი წერტილის მაგივრად ის სიტყვა უნდა თქვათ, რაც გინდათ, დაწყებული ბანალური ფულით, დამთავრებული ჯანმრთელობით.

image

5. კონფლიქტებისგან თავდასაღწევად

თუ სახლში ურთიერთგაგება არაა და ხშირია ჩხუბი და კონფლიქტები, ამ დროს აუცილებლად სამზარეულოს უნდა მიხედოთ. მოამზადეთ საჭმელი აუცილებლად კარგი განწყობით და მასში თქვენი სული და გულიც ჩადეთ. როცა სამზარეულოს კარგი ენერგეტიკით ავსებთ და საჭმელსაც სიყვარულით ამზადებთ, მაშინ მთელ სახლში სიმშვიდე ისადგურებს.

image

6. გეგმების განსახორციელებლად

თქვენს წარუმატებლობაში ქვეყნიერებას ნუ დაადანაშაულებთ. იყავით დაინტერესებული საკუთარი თავით და ოცნებებით. მხოლოდ ასე შეძლებთ ის ენერგია მოიზიდოთ, რომელიც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.

მოძებნეთ ადგილი, სადაც თავს კარგად და მშვიდად გრძნობთ, ჩამოწერეთ თქვენი გეგმები ქაღალდზე და გარშემო სანთლები შემოუწყეთ. შეეცადეთ თავი აარიდოთ ისეთ ადამიანებთან შეხვედრას, რომლებთან ურთიერთობის შემდეგ თავს სუსტად გრძნობთ, თუნდაც ეს ადამიანები ძალიან ახლობლები იყვნენ.

image

7. თავდაჯერებულობისთვის

თუ საკუთარ ძალებში დარწმუნებული არ ხართ, აიღეთ ნატურალური შალის ძაფი, წითელი, სიგრძე- თქვენი შუა თითის წვერიდან იდაყვამდე უნდა იყოს. ამ ძაფზე 12 ნასკვი გააკეთეთ და ყოველი ნასკვის გაკეთებისას თქვით: “მინდა, რომ ყველაფერი გამომივიდეს". შემდეგ ეს ძაფი შემოსასვლელი კარის წინ დაგებულ ხალიჩის ქვეშ ამოდეთ და როცა სახლიდან გახვალთ, მარჯვენა ფეხით გადააბიჯეთ.image

0
458
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
458
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0