სხვა "ბიბლუსი" მაისის თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების 10–ეულს აქვეყნებს 2018, 4 ივნისი, 12:46
საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში მაისის თვის ყველაზე მოთხოვნადი წიგნების ათეულს აქვეყნებს. ტოპ ათეულში ის წიგნები მოხვდა, რომლებიც პირველი მაისიდან 31 მაისის ჩათვლით ყველაზე მეტი რაოდენობით გაიყიდა "ბიბლუსის" 56 ფილიალში.
მხატვრული ლიტერატურის ათეულის საპატიო პირველ ადგილს ქართველი მწერლის თათული ღვინიანიძის წიგნი „აღიარება ხელსიგულზე“ იკავებს, რომელიც საუკეთესოდ გაყიდვადი წიგნების სიის წამყვან პოზიციებს უკვე რამოდენიმე თვეა არ თმობს. მეორე ადგილზეა კვლავ ქართველი მწერლის, თემურ ბაბლუანის წიგნი „მზე მთვარე და პურის ყანა“. მესამე პოზიციას კი ამჯერადაც თანამედროვე თურქი მწერალი ელიფ შაფაქი იკავებს ცნობილი რომანით - "სიყვარულის 40 წესი". უკვე რამდენიმე თვეა, რაც აღნიშნული წიგნი ყველაზე გაყიდვად სამეულში ხვდება. რაც შეეხება საბავშვო ლიტერატურას, ტოპ ათეულში თანაბრად არის გადანაწილებული როგორც შემეცნებითი, ასევე მხატვრული წიგნები. "ბიბლუსი" ყოველთვიურად შემოგთავაზებათ ტოპ ათეულს მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში. ტოპ 10 მხატვრული ლიტერატურა ტოპ 10 საბავშვო წიგნი 28 2-ს მოსწონს
|