x
ზრდისთვის სასარგებლო საკვები
image

თუ გსურთ ნატურალური გზით გაზარდოთ თქვენს ორგანიზმში ზრდის ჰორმონი, მაშინ აუცილებლად მოგიწევთ ყურადღება გაამახვილოთ თქვენს დიეტაზე.

თუკი გსურთ ზრდის ჰორმონის მომატება, გარდა ვარჯიშისა, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ რას ჭამთ.

საკვები, რომელიც დაგეხმარებათ მოიმატოთ ზრდის ჰორმონი თქვენს ორგანიზმში:


კენკრა


მელატონინით მდიდარი საკვები ხელს უწყობს 175%-მდე გაზარდოს ორგანიზმში ზრდის ჰორმონი. კენკრა საუკეთესო ვარიანტია, შესაბამისად საუზმეზე შვრიასთან ერთად შეგიძლიათ მიირთვათ.


თევზი

ვიტამინი D-ს დეფიციტი პირდაპირ კავშირშია მამაკაცების ჰორმონის შემცირებასთან. ორაგულის ყოველი 100 გრამითქვენს დღიურ დოზას 271%-ით უზრუნველყოფს.


ანანასი

ანანასი სერიტინის (ჰორმონი, რომელიც წარმოადგენს ტვინსა და კუჭს შორის ნეირო-გადამყვანებს, თქვენი რელაქსაციისთვის) დიდ წყაროს წარმოადგენს. ჭამეთ გვიან რათა ხელი შეუწყოს ძილს და ზრდის ჰორმონების მომატებას.


ძროხის ხორცი

რათქმაუნდა იცოდით რომ აქ ამას შეხვდებოდით! მაგრამ ამ შემთხვევაში განზე გავწიოთ პროტეინის სარგებელი, თქვენი საყვარელი სტეიკის ამინომჟავები დაგეხმარებათ ელ-ორთინინის სინთეზირებაში. ეს ნაერთი საბაზისო დონესთან შედარებით 4-ჯერ გაზრდის თქვენს ორგანიზმში ზრდის ჰორმონს.


იოგურტი

კვლევების თანახმად, გლუტამინის შემცვლელობის საკვების (როგორიც არის იოგურტი) 2 გრამის მიღებაც კი საკმარისია ზრდის ჰორმონის მოსამატებლად. სადილის შემდეგ მიირთვით და გადადგით ნაბიჯი სასურველი შედეგისკენ.





0
28
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია გოგალაძეე
ილია გოგალაძეე
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0