x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მოსკოვში დააკავეს კრიმინალური ავტორიტეტის, "დედ ჰასანის" მკვლელი
imageდაკავებულია რუსული დანაშაულებრივი სამყაროს მეფის, ასლან უსოიანის იგივე "დედ ჰასანის" მკვლელი.


მოსკოვში ФСБ-ს თანამშრმლებმა დააკავეს კილერი, რომელმაც 2013 წელს მოკლა კრიმინალური ავტორიტეტი ასლან უსოიანი, канал Mash-ი ხაზს უსვამს ფაქტს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა ასეთი გახმაურებული საქმეებიდან, როდესაც შემსრულებელს აკავებენ.

შეაგახსენებთ ასლან უსოიანი მოკლეს სნაიპერული შაშხანით მოსკოვის ცენტრში რესტორან "ძველ ფაეტონთან".დამნაშავემ "დედ ჰასანს" მოპირდაპირე სახლიდან ესროლა და შემდეგ მიიმალა.მკვლელმა გამოიყენა 9 მილიმეტრიანი უხმო ავტომატი "ვალი".


"დედ ჰასანის" მკვლელი 36 წლის აზერბაიჯანელი ტალიბაბა ტალიბხანლია, იგი რესტორან "თეთრ სახლში" დააკავეს, იგი წლების განმავლობაში ცნობილი კანონიერი ქურდის, როვშან ლანკორავსკის მარჯვენა ხელი იყო.ტალიბხანლი ჩრდილო-დასავლეთ მოსკოვში ცხოვრობდა და ტელეფონისთვის ყაზახეთის სიმ-ბარათებს იყენებდა.


image

შეგახსენებთ, ასლან უსოიანი თბილისში, ლოტკინზე დაიბადა 1937 წლის 27 თებერვალს, 50-60 იან წლებში რამდენჯერმე იჯდა ციხეში ქურდობისთვის, 1970-იანი წლების ბოლოს, „ოქროს უბანში" ლეგენდებს ყვებოდნენ „ანზორა უსოიანზე", (ასე გადააკეთეს ქართველმა კრიმინალებმა "ასლანა" "ანზორად") რომელიც თბილისელ ქურდებს შორის ყველაზე ავტორიტეტულად ითვლებოდა.. შემდეგ კი ბევრად უფრო მეტი - „ვსესაიუზნი განაბის" წოდებაც მოიპოვა.

80-იანი წლების ბოლოს რუსეთში გადაბარგდა და იქ აკონტროლებდა დანაშაულებრივ დაჯგუფებებს.კლანის ძირითადი შემოსავალი იყო სათამაშო ბიზნესი, იარაღი, ნარკოტიკები და ბუნებრივი რესურსები.

image

0
1186
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1186
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0