კონფლიქტები ავღანეთში დაკარგული საბჭოთა მფრინავი 30 წლის შემდეგ ცოცხალი იპოვეს 2018, 2 ივნისი, 10:55
1987 წელს დაკარგული საბჭოთა მფრინავი, სერგეი პანტელიუკი რომლიც თვითმფრინავიც ავღანეთში ჩამოაგდეს უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა, თუმცა 30 წლის შემდეგ ცოცხალი იპოვეს. აღსანიშნავია, რომ მისი ხსოვნის უკვდასაყოფად დონის როსტოვში სამი მემორიალი დგას, ერთიც ავღანეთში, ქალაქ კუნარში.
"საოცარება მოხდა. ახლა გვჭირდება როგორც ფინანსური, ასევე ადმინისტრაციული დახმარება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა და დიპლომატიური სამუშაო", - განაცხადა რუსული სადესანტო ჯარების ხელმძღვანელმა ვალერი ვოსტროტინმა. 30 წლის შემდეგ, საბჭოთა პილოტის ქალიშვილმა ლარისა პანტელიუკმა, "კომსომოლსკაია პრავდასთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ მამა არასოდეს უნახავს: ის ავღანეთში მსახურობდა, როდესაც ლარისა პანტელიუკის დედა ორსულობის მეშვიდე თვეში იყო. ლარისას დაბადებიდან ოთხი თვის შემდეგ, ავღანეთში, კუნარში ჩამოაგდეს უფროსი ლეიტენანტი პანტელიუკის თვითმფრინავი. მიუხედავად ყველა მცდელობისა, სამხედრო მოსამსახურე ვერ იპოვეს და გარდაცვლილად ჩათვალეს. -დედა ერთ დღეში გაჭაღარავდა, როდესაც გაიგო, რომ მამა ავღანეთში დაიკარგა, მას შემდეგ აღარც გათხოვილა, მთელი ცხოვრება ელოდებოდა, დედა არასდროს საუბრობდა მამაზე სანამ 16 წლის არ გავხდი, დედას არ შეეძლო საუბარი მამაზე, ისე რომ არ ეტირა"-აღნიშნა ლარისამ. 1058 3-ს მოსწონს
|