x
image
თამილა გურაშვილი
"..რამდენიმე დღეში გაჩვენებთ ყველას, კარვის დაცემა როგორ უნდა .."-რუსუდან შარაძე

ბევრგან შემხვდა დახვრეტილი მამაჩემის ფოტო, ათასგვარი, სამართლიანი კომენტარით და უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ყველას
თუმცა, ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემთვისაც კი გაცვთა ფრაზები - „სად იყავი მაშინ?!“ და ა.შ… დიდი ბოდიში, მაგრამ ამოვიდა ყელში!
ყველამ საუკეთესოდ ვიცით ვინ სად იყო, მაგრამ ახლა რა ვქნათ, ა ხ ლ ა?
დიდი მადლობა ხელისუფლებას, რომ ცოცხებს აღარ გვიკეთებენ და დიდი ბოდიში, თუ ეს აღარ გვაკმაყოფილებს!

image
"რუსთაველზე რაც ხდება, გულისამრევია და ამაზე პასუხისმგებელია “ქართული ოცნება“, უნდა თუ არა ეს ვინმეს, მაგრამ ხალხმა, ადამიანებმა, რომლებიც გვაწამა, გვხოცა, გვაუპატიურა სააკაშვილის ბანდამ, რა გავაკეთოთ? გვეცოდება გამწარებული კაცი, მაგრამ უკვე რომ ზუსტად ვიცით, ამის უკან, ისევ წამება, ისევ კვლა და გაუპატიურება დგას, მაგრამ სამართალი დღემდე ვერ გვიპოვნია, ვის მივმართოთ?

გავიმეორებ - გული მტკივა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის მართლა უდიდესი მონაპოვარი, მართლა სასწაული, ასე განიავდა მაგრამ ახლა მომავალია გადასარჩენი.

მე, რუსუდან შარაძე, გურამ შარაძის შვილი, რამდენიმე დღეში გაჩვენებთ ყველას, კარვის დაცემა როგორ უნდა - სექტასაც, თქვენს დედებსაც და ხელსუფლებასაც.


როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები ამასობაში, მე ამას გავაკეთებ, სულ რომ მარტო დავრჩე და თქვენ, ზონდერკუპრავაზე აღშფოთებულო და გადარეულო ხალხო, განსაკუთრებით, თბილისელებო, იქ დაგელოდებით. თუ დამხვდა საერთოდ საქართველო ადგილზე და თუ ამასობაში ვინმე ახალმა ავანტიურისტმა არ გადაგვაბრუნა.

რა როლი აქვს გუშინდელ მოვლენებში სუსს, პირველ რიგში, რა კავშირი აქვს მოსამართლის საბოტაჟურ გადაწყვეტილებასთან და ირაკლი შოთაძის გადადგომასთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შემძრვალ ადეიშვილ-ახალაიას ყოფილ ზონდერებს, ამაზე ცალკე, პირისპირ მოგახსენებთ.

რუსუდან შარაძე
ჟენევა
1 ივნისი, 2018

0
146
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0