ნარკოლოგია სიცრუე ალკოჰოლის შესახებ, რომლისაც ბევრს სჯერა 2018, 30 აგვისტო, 8:46 ალკოჰოლური სასმელი ადამიანმა რამდენიმე ათასი წლის წინ მოიგონა და არც დღეს აპირებს მასზე უარის თქმას. სპირტულ სასმელებთან დაკავშირებით არაერთი მითი არსებობს, რომლისაც ყველას თუ არა, სამწუხაროდ, უმრავლესობას სჯერა. ეს კი, შესაძლებელია, ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანების მიზეზი გახდეს. ანტიდეპრესანტი50 მლ. მაგარი, ხარისხიანი ალკოჰოლური სასმელი მართლაც კარგ ხასიათზე აყენებს ადამიანს, რადგან სპირტი დოფამინის გამომუშავების პროვოცირებას ახდენს. მაგრამ, ამავდროულად, ალკოჰოლი უძლიერესი დეპრესანტია: მხოლოდ ერთ საღამოს მიღებული დიდი რაოდენობით სპირტული სასმელით, ფსიქო-ფიზიკურად ორგანიზმი ისე იფიტება, რომ მისი აღდგენისთვის, კვირები არის საჭირო.
ზოგიერთებს იმდენად სჯერათ მითის აკლოჰოლისა და ღრმა ძილის კავშირის შესახებ, რომ ამ «ფაქტს» საკუთარი სახელი, — «nightcap (ღამის კაპიუშონი)» შეარქვეს. ფართოდ გავრცელებული აზრის თანახმად, 20-30 მლ. კონიაკის «მიღება» ძილის წინ, მშვიდი, უშფოთველი ძილის გარანტიაა. რეალურად კი, მცირე რაოდენობით სასმელი ადამიანს დაძინებაში ეხმარება, თუმცა მეტაბოლიზმის პროცესში, ალკოჰოლი იშლება და სწრაფად ჩაძინების ფაზას თრგუნავს, რაც თავის მხრივ, სრულფასოვან დასვენებას უშლის ხელს.
ეს, რა თქმა უნდა, ლოგიკურად ჟღერს: თუ ადამიანს დიდი რაოდენობით სპირტი «დედის რძესავით ერგება», ე. ი. ადამიანი სრულიად ჯანმრთელია. სინამდვილეში, სამედიცინო თვალსაზრისით, სპირტული სასმელებისადმი ტოლერანტოის სუპერუნარი, – ალკოჰოლიზმის II სტადია არის. ასე, რომ, საკუთარი თავით ნუ იამაყებთ, თუ შეჯიბრში – «ყველაზე კარგი მსმელი», გაიმარჯვებთ და ეს უკვე, სერიოზული მიზეზია დაფიქრებისთვის.
|
|