საზოგადოება „ფიცი მქონდა დადებული თავი უნდა ამეფეთქებინა,“ - მალხაზ მაჩალიკაშვილის ემოციური მიმართვა რუსთაველზე შეკრებილ საზოგადოებას 2018, 31 მაისი, 22:56 რუსთაველზე შეკრებილ საზოგადოებას, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი საზარელ მკვლელობის გამოძიებას მოითხოვენ, მიმართა მალხაზ მაჩალიკაშვილმა: "მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს ყველაფერი იმართებოდა, იყო პეშკა სუს-ის, გომელაურის და გოგაშვილების. პროკურატურა და დანარჩენი მთელი ხელისუფლებაც. სუს-ის თანამშრომლებთან ერთად, ვინც არის დღეს ამ სისხლიან ხელისუფლებაში, უნდა გადადგნენ და დაისაჯოს.... ფიცი მქონდა დადებული თავი უნდა ამეფეთქებინა, თუმცა გადავიფიქრე ქართველი ხალხის გამო!." – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 72 4-ს მოსწონს
|