x
image
თამილა გურაშვილი
"..საქართველოს მედიამ მთლიანად უარი თქვა ინტელექტზე, ზოგადად სულიერებაზე..."იოსებ ბაჩიაშვილი

image
"ვფიქრობ, რომ საქართველოს ტელე-მედია ინსტიტუცია, იშვიათი გამონაკლისების გარდა, მთლიანად გავიდა არა მარტო ზნეობრივი, არამედ ზოგადად ადამიანური მენტალობიდან. საქართველოს მედიასივრცეში არ არსებობს არცერთი შემეცნებითი და კულტურულ-საგანმანათლებლო გადაცემა, მაგრამ ყოველდღიურად და დიდი დოზებით ვიღებთ სრულ და დეტალურ ინფორმაციას ჰომოსექსუალიზმზე, ლესბოსზე, ტრანსგენდერებზე, ნარკომანიაზე, კლუბურ და არაკლუბურ ნარკოტიკებზე, დედებზე, რომლებიც შვილებთან ერთად ეწევიან მარიხუანას, გოგონებზე, რომელთაც სირცხვილად და "გოიმობად" მიაჩნიათ ქალიშვილობა, ბიჭებზე, რომელთაც უყვართ ბიჭები და სხვა, როგორც მედია თვლის, "საინტერესო" თემებზე. ჩემი ღრმა რწმენით საქართველოს მედიამ მთლიანად უარი თქვა ინტელექტზე, ზოგადად სულიერებაზე და ჩაეშვა ღრმა და აგრესიულ პროვინციალიზმში, რომელსაც თავგამოდებით ფუთავს კვაზითანამედროვეობითა და ვითომ "ახლებურად" გაგებული პატრიოტიზმით. ყველაფერი ეს, ხალხის ეკონომიკურ სიდუხჭირესთან და საზოგადოებაში არსებულ საშინელ დაძაბულობასთან ერთად რეალურად ქმნის ერის როგორც სულიერი ისე ფიზიკური განადგურების საშიშროებას. გამოსავალი კი აღარც ჩანს." წერს საკუთარ ფესბუქის გვერდზე იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, იოსებ ბაჩიაშვილი


1
65
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
65
  
2018, 31 მაისი, 23:28
კიდევ ბევრი ნაირ ნაირი "სირიალები"
0 1 1