საზოგადოება "მეხუთე წელი დაიწყო, რაც ქვრივი ვარ..." - ნიკა პლიევი 2018, 30 მაისი, 23:42 ნიკა პლიევი 24 წლის იყო, როცა დაქვრივდა და მარტო განაგრძო სამი შვილის აღზრდა.ნიკს ახლა 29 წლისაა, მას საკუთარი სილამაზის სალონი აქვს და დამოუკიდებლად ცხოვრობს, თავის სამ შვილთან ერთად. ნიკა თავის ისტორიას "ნანუკას შოუში" ყვება და იხსენებს იმ პერიოდს, როცა ძალიან უჭირდა შვილების აღრზდა, დედის გარეშე: "მას შემდეგ რაც მეუღლე გარდამეცვალა დედაჩემს და ჩემს დებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ მათ გაეზარდათ ბავშვები, მაგრამ მე არ გავუშვი და ჩემთან არიან.. მეხუთე წელი დაიწყო, რაც ქვრივი ვარ. ამ დროის განმავლობაში საერთოდ არ მიფიქრია პირად ცხოვრებაზე, იმიტომ რომ ბავშვები ძალიან დამოკიდებულები არიან ჩემზე..." ამბობს ნიკა პლიევი. 206 2-ს მოსწონს
|