სხვა რატომ ჯობს შინ მომზადებული ნაყინი მაღაზიაში ნაყიდს? 2018, 29 მაისი, 14:23 ზაფხულის ცხელ დღეებში ნაყინით გაგრილება ყველასთვის სასიამოვნოა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ ბაზარზე დიდი არჩევანია, ზოგიერთი ადამიანი მაინც სახლში გაკეთებულ ნაყინს ამჯობინებს. ეს ლოგიკურიცაა, რადგან არაფერი შეედრება სახლში მომზადებული ნაყინის გემოს. ალბათ, ბევრი თქვენგანი ფიქრობს, რომ ნაყინის მომზადება რთულია ან დიდ დროს მოითხოვს . სიმართლე გითხრათ, მეც მიფიქრია ამაზე, შემდეგ გადავწყვიტე, ნაყინის აპარატი მეყიდა, რომელიც ძალიან იაფიცაა და თან, 15 წუთში ამზადებს უგემრიელეს ნაყინს! ეს არის Kenwood-ის ბრენდის აპარატი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით პოპულარულია, უმაღლესი ხარისხისაა და ხელმისაწვდომია ფასის გამო. რატომ უნდა მოვამზადოთ ნაყინი სახლში? პირველ რიგში იმიტომ, რომ ნაყინის აპარატით მისი მომზადება ძალიან მარტივია. რაც შეეხება ინგრედიენტებს, ადამიანთა 80%-ს ისინი სახლშიც მოეპოვება. მთავარი ის არის, რომ ნაყინის მოსამზადებლად სულაც არ არის მკაცრი წესების დაცვა საჭირო. პირიქით, შეგიძლიათ, თავადვე შექმნათ სასურველი რეცეპტი და გამოიგონოთ ინოვაციური ნაყინი. ნაყინის მომზადებას არ სჭირდება რაიმე სპეციფიკური ცოდნა. ახლა კი აგიხსნით, თუ როგორია უშუალოდ მომზადების პროცესი. დაგჭირდებათ რამდენიმე ძირითადი ინგრედიენტი: ვანილი შაქარი რძე მომზადება: ყველა ინგრედიენტს ათავსებთ დანადგარში და დაახლოებით 15-20 წუთში უგემრიელესი ნაყინი მზადაა! გაითვალისწინეთ, ინგრედიენტები არ არის მკაცრად განსაზღვრული. მთავარია, გქონდეთ რძე და შაქარი, შემდეგ კი შეგიძლიათ, დაამატოთ ნებისმიერი ხილი. თუ ნაყინი თხევადი ან რბილი აღმოჩნდა, სრულად გაყინვისთვის მოათავსეთ ცოტა ხნით საყინულეში. https://gemrielia.ge/article/detail/1243/ 57 3-ს მოსწონს
|