x
image
რუსო ჩარექიშვილი
ოტია იოსელიანის გამონათქვამები, რომლებიც ცხოვრებაზე დაგაფიქრებთ
1. არავინ იცის, ადამიანები გულწრფელად როდის ტირიან ან იცინიან, მაგრამ ვინც დარდისგან გასიებულ ცრემლებს ჩუმად ყლაპავს, გწამდეთ მეგობრებო, ის მართლა ტირის.

2. გაზაფხული უმერცხლოდაც მოვა, მერცხალი არ მოვა უგაზაფხულოდ.image

3. მაცხოვარმა თქვა, ოფლითა თქვენითა მოიპოვეთ პური თვენი არსობისაო. სახელმწიფო, რომელსაც თავისი გამოსაკვები პური ვერ მოჰყავს თავის მიწაზე, სახელმწიფო არ არის, მათხოვარია. კი ვერაფერს ღირებულს ვერ შექმნის. სანამ ამ პურს შენ თვითონ არ მოიყვან შენს მიწაზე, მანამდე არაფერი გეშველება. ჩვენ, რომ ნამათხოვრები პური გვეჭამა, რავარც დღეს ვჭამთ " ვეფხისტყაოსანს" დავწერდით კი არა, წამკითხავიც არ გვეყოლებოდა დღესimage

4. მილიარდობით ტვინის უჯრედი აქვს კაცს, მაგრამ, თუ არა განავითარე, რათ გინდა მერე. აკოტრიალე ეს თავი აქეთ-იქით, გამოვა რამე?


5. ბედნიერების წყურვილია, რომ ადამიანს მწყურვალს ტოვებს.image

6. ადამიანებს ერთმანეთის დანდობა და სიყარული იმიტომ გვჭირდება, რომ ცხოვრებაა დაუნდობელი და კაცთმოძულე.image

7. ოცდაათი წლის ახალგაზრდა არ გამიგია მე. ახალგაზრდა არის თხუთმეტი წლის. ოცი წლის კაცია უკვე, კაცი! თუ თხუთმეტი წლის არაფრად ვარდა, არც სამოცდათხუთმეტის არ ივარგებს. ჭკუა ხანში კი არ არის, ჭკუა თავშია. ოთხმოცი წლის შტერი არავის უნახავს? image



2
511
4-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
511
  
2018, 10 ივნისი, 12:38
მადლობა თქვენ ასეთი შეფასებისთვის ❤
2018, 3 ივნისი, 8:56
ბოლო პერიოდი თვალყურს ვადევნებ ხალხის ინტერესს სტატიების მიხედვით, ყოვლად ამორალურ და სულელურ სტატიებს როგორიცაა ვინმეს სცხელი სურათები ან კიდევ რატომ არ დალოცა ილია მეორემ ზვიად კუპრავა და ა.შ. ათასობით მკითხველი ჰყავს და ესეთი შესანიშნავი კაცის თბილ და ჭკვიანურ სიტყვებს კი ძალიან მცირე, რაც ძალიან დასანანია ჩემის აზრით, თუმცაღა გემოვნების ამბავია და არავის ვაკრიტიკებ. მადლობა რუსო
0 1 2