x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
გველების კუნძული

image
ქეიმადა-გრანდი (პორტ. Ilha da Queimada Grande) ან როგორც ბრაზილიელები ეძახიან, გველების კუნძული, ფორმის მიხედვით, მართლაც გველს წააგავს… ამ კუნძულს ნამდვილად არ ემუქრება ტყეების გაკაფვა, რადგან ის, მთლიანად, პლანეტის ყველაზე შხამიანი გველებითა «დასახლებული».

რეგიონში გავრცელებული, პოპულარული თეორიის თანახმად, 11 ათასი წლის წინ, ზღვის დონემ აიწია და კ. ქეიმადა-გრანდი ბრაზილიას გამოეყო. დღეს გველების კვების წყაროს, მატერიკიდან ჩაფრენილი ფრინველები და არა მარტო ფრინველები წარმოადგენენ... ათობით ადამიანი გახდა გველების მსხვერპლი, ვიდრე კუნძული აკრძალულ ზონად არ გამოცხადდა.
ერთ-ერთმა მეთევზემ, რომელმაც არაფერი იცოდა კუნძულის «სიკეთის» შესახებ, მას შემდეგ, რაც მის ნავს ძრავა გაუფუჭდა, კუნძულის გამოკვლევა გადაწყვიტა. როდესაც ის, ხანგრძლივი ძებნის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს იპოვეს, გველების მიერ დაკბენილი, სისხლის გუბეში იწვა.
კიდევ ერთი საშინელი ისტორიის მიხედვით, ერთმა ბრაზილიურმა ოჯახმა კუნძულზე დასახლება და მისი ათვისება გადაწყვიტა. როგორც ამბობენ, ისინი სახლიდან მას შემდეგ გამოიქცნენ, რაც ის გველებით გაივსო. რაც შეეხება ფაქტებს, – კუნძულზე დასახლებული ადამიანების ნაწილები, მთელს ტერიტორიაზე იყო მობნეული, როდესაც მასზე, ოჯახის ნათესავების თხოვნით, მაშველთა ჯგუფი ჩავიდა.


imageimageimage
გველების კუნძულის ფართობი 430 000 კვ. მ-ია და Discovery Channel-ის მიერ გადაღებული, დოკუმენტური ფილმის მიხედვით, კუნძულის ზოგიერთ ადგილზე, ყოველ კვ. მ-ზე, 1 გველი მოდის. რაც იმას ნიშნავს, რომ კუნძულზე, ასობით ათასი გველი ბინადრობს და ეს რომ მოგონილი ციფრები არ არის, ამაში დარწმუნება სულ ადვილად შეიძლება. საკმარისია, ნავიდან კუნძულის სანაპიროს გახედოთ და ერთმანეთზე გადახლართულ გველების გორგლებს დაინახავთ.imageშეიძლება, ადამიანს კუნძული კიდეც გაეთავისუფლებინა გველების «ოკუპაციისგან», ისინი გადაშენების პირას რომ არ იყვნენ და მათ სახელმწიფო რომ არ იცავდეს.

კუნძულის მრავალრიცხოვან გველებს შორის, ნახევარზე მეტი კუნძულის ბოტროპსია. ქეიმადა-გრანდი – ერთადერთი ადგილია, სადაც ეს გველები ბინადრობენ. ამიტომ, ბრაზილიის ხელისუფლება გულმოდგინედ იცავს ამ ქვეწარმავლებს.


imageimageimageimage


კუნძულის ბოტროპსი (ლათ. Bothrops insularis), ჩხრიალა გველისებრთა ქვეოჯახიდან – ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი გველია დედამიწაზე. შორიდან მათი სამფლობელო ნამდვილად სამოთხეს ჰგავს, მაგრამ რეალურად... ამ გველის შხამი იმდენად ძლიერია, რომ მაგ., თაგვს 2 წამში კლავს. ის 5-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე დედამიწის სხვა რეგიონებში გავრცელებული შხამიანი გველების შხამი და ადამიანის სხეულზე მოხვედრის შემთხვევაში, შეუძლია მხოლოდ კანი კი არა, ხორცი და ძვალიც კი გაადნოს.

ამჟამად, კუნძულზე ჩასვლა აკრძალულია. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ამის უფლება, მხოლოდ მეცნიერებს ეძლევათ.


imageimage
სამაგიეროდ, კუნძულის ირგვლივ შეიძლება ნავით სეირნობა, მისი დათვალიერება უსაფრთხო მანძილიდან, თევზაობა და დაივინგი.


imageimageimageimageimage
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageპლანეტის აკრძალული ადგილები

ფრთხილად, სახიფათოა!!! ეს ყველამ უნდა იცოდეს, ვინც დასვენებას ზღვაზე აპირებს


ის, რაც გაკვეთილი ანაკონდას სხეულში ნახეს, ნამდვილად დაუჯერებელია!

1
1769
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1769
  
2018, 2 ივნისი, 0:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1