სხვა საქართველო და სხვები-10 საინტერესო ფაქტი 26 მაისის გარშემო 2018, 26 მაისი, 14:22 1)საქართველოს დამოუკიდებლობის დღე-1917 წლის გაზაფხულზე, რუსეთის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, რა დროსაც დაემხო მონარქია და იმპერატორი ნიკოლოზ II გადადგა, მეფისნაცვალმა ნიკოლოზ რომანოვმა თავისთან მიიწვია თბილისის თავი, პოლიტიკური პარტიების თუ საზოგადოების წარმომადგენლები და განუცხადა, რომ იგი ტოვებდა საქართველოს და აწი თვითონ უნდა ეზრუნათ ქვეყნის წესრიგზე და უშიშროებაზე, "ლანგრით მორთმეულმა" მოულოდნელმა დამოუკიდებლობამ დააბნია ქართული პოლიტიკური პარტიები, თვით ანტირუსული განწყობილებით ცნობილმა "ეროვნულ-დემოკრატებმა" ვერ შეძლეს პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა, რუსეთის დროებითმა მთავრობამ კავკასიაში დანიშნა ხელისუფლების სამხარეო ორგანო - ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომისარიატი (ოზაკომი), რომელიც ეროვნული და პარტიული პრინციპით იყო შექმნილი. რეალურად კი ორხელისუფლებიანობა დამყარდა. ქართული პოლიტიკური ელიტა მომავლის ძიებაში იყო, როცა უკვე მესამედ კარდინალურად შეიცვალა რუსეთში პოლიტიკური ვითარება, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში ბოლშევიკები მოვიდნენ. 15 ნოემბრიდან თბილისში ამოქმედდა ამიერკავკასიის კომისარიატი, ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ პოლიტიკოსების მიზანი იყო შეეჩერებინათ ბოლშევიკების ზეგავლენა, რომელიც ცდილობდა ამიერკავკასიაში საკუთარი იურისდიქციის გავრცელებას.ამიერკავკასიელ დეპუტატთაგან შეიქმნა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო — ამიერკავკასიის სეიმი. ბოლშევიკების აგიტაციის შედეგად რუსეთის კავკასიის არმია 1918 წლის იანვარში თბილისისკენ დაიძრა, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, ახალშექმნილმა ქართულმა რეგულარულმა ჯარმა და სახალხო გვარდიის ნაწილებმა შეძლეს რუსეთის არმიის შეჩერება.რუსებმა ბაქოსკენ დაიხიეს. ამასობაში კი 1918 წლის აპრილში ოსმალეთმა ბათუმის ოლქი, გურიის ნაწილი და სამცხე-ჯავახეთი დაიკავა. პარალელურად 1918 წლის 22 აპრილს ამიერკავკასიის სეიმმა დამოუკიდებელი სახელმწიფო - ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა.ახლადშექმნილი ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაცია ოსმალებთან მოსალაპარაკებლად გაემგზავრა ბათუმში, მოლაპარაკებაზე გამოიკვეთა განხეთქილება ქართველებს, სომხებს და აზერბაიჯანელებს შორის, ქართველები გერმანოფილურ ორიენტაციისკენ იხრებოდენ, სომხები ინგლისურ, ხოლო აზერბაიჯანელები თურქულისკენ. გერმანელმა გენერალმა ოტო ფონ ლოსომ აკაკი ჩხენკელს განუცხადა, თუ სურდათ გერმანიის იმპერიას საქართველო დაეცვა, მაშინ ამიერკავკასიის რესპუბლიკას უნდა გამოყოფოდნენ და ცალკე დამოუკიდებლობა გამოეცხადებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში გერმანიის იმპერია ოსმალეთის აგრესიისგან ამიერკავკასიის ფედერაციას ვერ დაიცავდა, 1918 წლის 24 მაისს, ფრეილინის ქუჩაზე, ეროვნული საბჭოს რეზიდენციაში გაიმართა ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელსაც ნოე ჟორდანია ხელმძღვანლობდა, მათ განიხილეს აკაკი ჩხენკელის წერილი, სადაც იგი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დაჩქარებას ითხოვდა. 1918 წლის 26 მაისს გოლოვინის პროსპექტზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში ამიერკავკასიის სეიმის უკანასკნელი სხდომა გაიმართა, რომელმაც ნაშუადღევის 3 საათზე ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოაცხადა. იმავე დარბაზში, 16 საათსა და 50 წუთზე ნოე ჟორდანია სიტყვით გამოვიდა და წაიკითხა 5 პუნქტიანი„საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი" სადაც პირველ პუნქტში ნათქვამი იყო:ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენული უფლებების მატარებელია, ხოლო საქართველო - სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. 2)დაიბადა მერაბ კოსტავა(1939-1989)ქართველი დისიდენტი, მუსიკათმცოდნე, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, საქართველოს ეროვნული გმირი. 3)დაიბადა ელდარ შენგელია(1933)-ქართველი კინორეჟისორი, რეჟისორი ფილმებისა: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“ და „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“.საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 4)დაიბადა დანტე ალიგიერი(1265-1321)-ფლორენციელი მწერალი და პოეტი, "ღვთაებრივი კომედიის" ავტორი, რომელიც საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც იტალიურ ენაზე შექმნილი უდიდესი ლიტერატურული ნაშრომი და მსოფლიო ლიტერატურის შედევრი. იტალიელები მას „უზენაეს პოეტს" უწოდებენ. 5)დაიბადა აისოდორა დუნკანი-(1977-1927)-ამერიკელი მოცეკვავე-ნოვატორი, " თავისუფალი ცეკვის" შემქმნელი იყენებდა ძველბერძნულ პლასტიკას, ქიტონს საბალეტო კოსტიუმის ნაცვლად და სცენაზე ფეხსაცმლის გარეშე გამოდიოდა. 1921—1924 წლებში ცხოვრობდა რუსეთში, დააარსა მოსკოვში სტუდია. პოეტ სერგეი ესენინის მეუღლე. 6)ავარაირის ბრძოლა (451წ.)-სომხეთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი და სასტიკი ბრძოლა სპარსელების წინააღმდეგ. ბრძოლა წარმოებდა ვასპურაკანში ავარაირის ველზე სომეხ აჯანყებულებსა და სასანიდ მმართველებს შორის. სომხებს წინამძღოლობდა ვარდან მამიკონიანი მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლაში სპარსელებმა გაიმარჯვეს, სომხებმა მაინც შეძლეს რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლება მოიპოვება.ამავე ბრძოლაში დაიღუპა სახელგანთქმული სარდალი ვარდან მამიკონიანი. 7)ოთხ წელიწადში ერთხელ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება-1928 წელს ფიფას სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ჩატარდებოდა.პირველ ქვეყნად შერჩეული იქნა ურუგვაი. 8)Volkswagen-1938 წელს ადოლფ ჰიტლერმა ქალაქ ვოლფსბურგში ფოლკსვაგენის ქარხნის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი, საზეიმო ცერემონიალზე ჰიტლერი გამოვიდა სიტყვით, სადაც განაცხადა, რომ ეს უნდა ყოფილიყო "სახალხო ავტომობილი", ქარხნის მშენებლობაზე გამოიყო 50 მილიონი რეიხმარკა. 9)საბჭოთა კავშირში გაუქმდა სიკვდილით დასჯა-1947 წელს სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებით გაუქმდა სიკვდილით დასჯა, როგორც "მშვიდობიანი პერიოდისთვის"მიუღებელი აქტი, თუმცა უკვე 1950 წლიდან "მშრომელთა მრავალრიცხოვანი მოთხოვნის"საფუძველზე სიკვდილით ისჯებოდნენ"სამშობლოს მოღალატეები, ჯაშუშები და დივერსანტები", სტალინის გარდაცვალების შემდეგ, 1954 წლიდან სიკვდილით დასჯა ისევ სრულად ამოქმედდა. 10)ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტად ირჩევენ-1991 წელს საქართველოში გაიმართა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც დიდი უპირატესობით იმარჯვებს ბლოკი მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს კანდიდატი ზვიად გამსახურდია (87.03%) 83 3-ს მოსწონს
|