x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512525
მსოფლიო ოკეანის 5 საიდუმლო

image

imageკაცობრიობა კოსმოსის გამოკვლევას ცდილობს, არა და, დედამიწის ზედაპირის 70 პროცენტი, - მსოფლიო ოკეანე, ჯერ კიდევ შეუსწავლელია. ის იმაზე ნაკლებ საიდუმლოს არ მალავს, ვიდრე, იგივე, მარსი ან შავი ხვრელები…

მთები და ხეობები ოკეანეების ფსკერზე

ოკეანეების ფსკერის რელიეფი, სირთულის მიხედვით, ხმელეთის ზედაპირს არაფრით ჩამოუვარდება. 3, 5 - 6 კმ. სიღრმეზე ზეგნები, ხეობები და მთებიც კი არის… დღეისთვის ცნობილი ყველაზე მაღალი მთა, რომლის ძირი ოკეანის ფსკერზეა, მანუა-კეა არის, ჰავაიზე. მისი სიმაღლე წყლის ზედაპირიდან - 4205 მეტრია, ხოლო სიმაღლე, მთის ძირიდან - მწვერვალამდე - 10 203 მეტრს შეადგენს, რაც ევერესტის სიმაღლეს (8848 მ) 1355 მ-ით აღემატება.

imageმანუა-კეა (Mauna Kea; ჰავაურად – თეთრი მთა)imageოკეანის ფსკერზე არის უღრმესი ქვაბულები, მაგ., ჩელენჯერის უფდკრული, მარიანას ღრმულში, რომლის სიღრმე, დაახლოებით, 11 ათასი (10994) მ-ია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო ოკეანე ნამდვილი ბნელეთის სამეფოა: მზის სინათლე იქ, მხოლოდ, 75 მ-მდე აღწევს და ამიტომ, საკვირველი არ არის, რომ მეცნიერებმა მისი მხოლოს 2-5 % შესწავლა შეძლეს.

ატლანტიდა

მსოფლიო ოკეანის ყველაზე დიდი საიდუმლო, მის მიერ შთანთქმული, ლეგენდარული ატლანტიდა არის. დღეს-დღეობით, ოკეანის სხვადასხვა ნაწილში, 500-ზე მეტი დასახლების ნანგრევებია აღმოჩენილი, რომელთა ასაკი — 3-დან - 10 000 წლამდე შეიძლება მერყეობდეს.
დოკ. მენსონ ვალენტაუნმა, მაიამის საბუნებისმეტყველო-სამეცნიერო მუზეუმის მკვლევარმა, ატლანტიკის ოკეანის ფსკერზე, ბაჰამის კუნძულებთან, 3 - 9 მ. სიღრმეზე, ასობით კვადრატული და მართკუთხა ფილა აღმოაჩინა. გარდა ამისა, აღმოჩენილია კიბეები და ქვაში ნაკვეთი გზები. ზოგი ობიექტი შენობას წააგავს, ზოგი — პირამიდას, ზოგიც წრიულია… imageთავდაპირველად მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ამ ნანგრევების ასაკი, 12-14 ათასი წელი უნდა ყოფილიყო. მაგრამ, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული არტიფაკტი, დაახლოებით, 45 000 წლის წინ არის შექმნილი.

მდინარეები და ჩანჩქერები

ცოტამ თუ იცის, რომ ოკეანეების ფსკერზე მდინარეები მიედინება. მაგრამ, არა წყლის, როგორც ხმელეთზე, არამედ მეთანის, გოგირდწყალბადის და სხვა აირების. ზღვის წყალში შერეული აირები, ნელა მიედინებიან ოკეანის ფსკერის ნაპრალებშო.
წყლის ქვეშ არის ჩანჩქერებიც. ჯერ-ჯერობით მხოლოდ 7-ია აღმოჩენილი. მათ შორის, ყველაზე მაღალი დანიის სრუტესთან მდებარეობს და მისი სიმაღლე, დაახლოებით, 4 000 მ-ია. imageთუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ წყალქვეშა ჩანჩქერი ისე არ ფუნქციონირებს, როგორც, ჩვენთვის კარგად ცნობილი, ხმელეთის ჩანჩქერები. წყალქვეშა ჩანჩქერის მამოძრავებელი მექანიზმი, ოკეანის სხვადასხვა დონეებზე, წყლის ტემპერატურას და მარილიანობას შორის სხვაობა არის — შედარებით მაღალი სიმკვრივის მქონე წყალი ფსკერისკენ ეშვება, ხოლო ნაკლები სიმკვრივის მქონე წყლის მასები - ზევით მიიწევს. წყლის ტურბულენტობას, ფსკერის რელიეფიც ემატება და ყველაფერი ბევრად უფრო რთული და სანახაობრივი ხდება.

ურჩხულების სამყარო

შოტლანდიის სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტის (University of St Andrews) მეცნიერ-თანამშრომელმა ჩარლზ პაქსტონმა (Charles G. M. Paxton) შოკისმომგვრელი ვარაუდი გამოთქვა იმის თაობაზე, რომ ისტორიები ზღვის გიგანტური ურჩხულების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ადამიანებს და გემებს, შეიძლება მოგონილი სულაც არ იყოს. მისი აზრით, ოკეანეების სიღრმეში, რამდენიმე ათასი კალმარი-არქიტეუტისი (ლათ. Architeuthis) ბინადრობს, რომლის სხეულის სიგრძე, არაერთი ათეული მეტრი შეიძლება იყოს. თავისი კვლევის შედეგები მეცნიერმა Journal of Zoology-ში გამოაქვეყნა.

imageმსოფლიო ოკეანის ფაუნის, დაახლოებით, 250 ათასი წარმომადგენელი უკვე ცნობილია. თუმცა, კიდევ მილიონამდე სახეობა, ჯერ აღმოჩენილი არ არის.
მაგ., გასულ საუკუნეში არაფერი იცოდნენ ოკეანის ღრმა წყლებში მობინადრე ბრმა თევზის — თევზი-მოჩვენების შესახებ, რომელიც 2-6 000 მ. სიღრმეზე ბინადრობს. არ იცოდნენ არაფერი «მოხარშულ კიბორჩხალებზე», — კრევეტებზე, რომლებიც ჰიდროთერმულ გარემოში, +407 °C-ზე ცხოვრობენ და თავს მშვენივრად გრძნობენ. აღმოჩნდა, რომ მათთან ერთად, იგივე წყლებში, ბაქტერიები, გიგანტური ჭიაყელები და მოლუსკებიც ცხოვრობენ. ხმელეთზე კი, დასახელებული არსებების უმრავლესობა 40 გრადუსზე დაიღუპებოდა(ბაქტერიები — +70 °C-ზე).
არც თუ ისე დიდი ხნის წინ, აღმოაჩინეს და დედამიწაზე ყველაზე მახინჯ არსებად აღიარეს — თევზი წვეთი (ლათ. Psychrolutes marcidus). ის ჟელესებური მასისგან შედგება და ძალიან უცნაურად დგამოიყურება.

imageასეთი გარეგნობის გამო, თევზი-წვეთი, აღმოჩენიდან სულ მალე, ინტერნეტის ვარსკვლავად იქცა… ის ასეთად, 1200 მ. სიღრმეზე ბინადრობამ და იქ არსებულმა მაღალმა წნევამ აქცია…

ზღვის ოქრო

ზღვის წყალი რომ ოქროს შეიცავს, ყველამ იცის. თუმცა, შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ მსოფლიო ოკეანეში, უმაღლესი სინჯის, ათობით მლნ. ტონა კეთილშობილი ლითონი არის. მაგრამ, მისი მოპოვება არახელსაყრელია: ქიმიური საშუალებებით, წყლიდან ოქროს გამოყოფა ძალიან ძვირი ჯდება, უფრო ძვირი, ვიდრე ოქროს ფასია მსოფლიო ბაზარზე.

imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:imageმიწის ქვეშ, მეცნიერებმა ოკეანე აღმოაჩინეს, რომელიც 3-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე მსოფლიო ოკეანე

მეცნიერებმა დედამიწის ზედაპირზე ოქროს გაჩენის საიდუმლო ამოხსნეს

10 ფაქტი შავი ზღვის შესახებ. რატომ ჰქვია შავ ზღვას შავი

ფრთხილად, სახიფათოა!!! ეს ყველამ უნდა იცოდეს, ვინც დასვენებას ზღვაზე აპირებს

0
1750
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1750
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0