x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512525
ჰოპის ტომის ინდიელთა წინასწარმეტყველება, უახლოესი 20 წლის მანძილზე

image


ჰოპის ტომის ინდიელთა შამანებმა (ქურუმი), არიზონას შტატიდან (აშშ), იწინასწარმეტყველეს, რომ მოვა «პაკანი» – «თეთრი ძმა», რომლსაც შეეძლება მსოფლიოს შეცვლა.
მიუხედავად იმისა, რომ არიზონას შტატის ჩრდ-დას. მდებარე თვითგამოცხადებული პატარა სახელმწიფო გლობუსზე არ არის, ამერიკის მკვიდრი მოსახლეობა და ამჟამად რეზერვაციაში მცხოვრები ჰოპის ტომის წარმომადგენლები, დარწმუნებულები არიან, რომ სწორედ მათ ხელშია ყველა სახელმწიფოს ბედი.
რას გულისხმობენ ინდიელები ბედის მართვაში ცნობილი არ არის, მაგრამ მათი ყველა წინასწარმეტყველების დაფიქსირება და ანალიზი, აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებულ, კვლევით ცენტრში ხდება. ასე, მაგ., 1911 წ. მათ ზუსტად დაასახელეს I მსოფლიო ომის დაწყების თარიღი და ევროპაში მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, უილიამ ჰოვარდ ტაფტი (აშშ-ს 27-ე პრეზიდენტი (1909 - 1913 წწ.)) გააფრთხილეს.
ზუსტად იწინასწარმეტყველეს II და III მსოფლიო ომების დაწყების და დამთავრების თარიღები. ინდიელებმა მხოლოდ დედამიწის ამბები კი არა, ყველაფერი იციან, რაც მზის სისტემაში ხდება და მომავალში მოხდება. ისინი 1944 წლელს ამბობდნენ, რომ ივლისში იუპიტერზე კომეტა ჩამოვარდებოდა და მართლაც, იმავე წლის ივლისში, მეცნიერებმა კოსმოსში დიდი აფეთქება და პლანეტაზე ჩავარდნილი 21 ნამსხვრევი დააფიქსირეს.
ამ წინასწარმეტყველების ტომის წევრებს სრული ინფორმაცია აქვთ დედამიწის შესახებ. ტომის ბელადი და მისი ხალხი პასუხისმგებლობას გრძნობენ მსოფლიო მოსახლეობის წინაშე და უნდათ, რომ მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ, ყველას გააგებინონ.
ინდიელები დარწმუნებულები არიან, რომ ამ ყველაფრის თავიდან აცილება შეიძლება, თუ ადამიანები შეიცვლებიან. ჯერ-ჯერობით კი შამანები რიტუალებს ატარებენ და აცხადებენ: დედამიწა არსებობს და კიდევ არის დრო, რომ ყველაფერი შეიცვალოს. მაგრამ, ადამიანებს არ შეუძლიათ გაიგონ, რომ კაცობრიობის მომავალი, მათ ქმედებებზეა დამოკიდებული.
ინდიელების ძველ ხელნაწერებში არის ინფორმაცია პლანეტის წარსულის და მომავლის შესახებ, და ასევე, ჩვენი ცივილიზაციის შესაძლო დაღუპვის სცენარი.

ცოდნა, რომელსაც ჰოპის ტომი ფლობს

ლეგენდის მიხედვით, ტომის უძველესმა წარმომადგენლებმა ცოდნა დაღუპული ცივილიზაციისგან მიიღეს, რომლებმაც თავის მხრივ, ის მომავალ თაობებს გადასცეს. ჰოპის აქვს უძველესი ქვის ფილები, რომელიც მათთვის ყველაზე დიდი განძია. ისინი ფილებს მკაცრად იცავენ და შამანები თავიაანთ მემკვიდრეებს გადასცემენ. ამ ქვებზე, როგორც ამბობენ წინაპრების გზავნილია, კაცობრიობის მომავლის შესახებ. წელიწადში ერთხელ, ადგილობრივი რიტუალების ჩატარების დროს, ტომის ყველაზე ძლიერი შამანი ინფორმაციას ზეციდან (გარკვეული პერიოდის მანძილზე, ადამიანის სული სხეულს ტოვებს და ზეცაში ადის) იღებს და მას ქვეყნის პრეზიდენტს უგზავნის.

როგორც ჰოპის წარმომადგენლები ამბობენ, ინფორმაცია 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შესახებ, ქვეყნის ხელისუფლებას ერთი წლით ადრე მიაწოდეს. თუმცა, რატომღაც, ეს წინასწარმეტყველა სერიოზულად არავინ მიიღო.
ჰოპის ერთ-ერთი წინასწარმეტყველება III მსოფლიო ომს ეხება და როგორც ისინი ამბობენ, ჩვენ უკვე ვცხოვრობთ ამ ომის პირობებში. ის საუკუნის დასაწყისში, ერაყის ტერიტორიაზე დაიწყო და დღემდე გრძელდება. იმის გამო, რომ ომი ლოკალურია, მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა მის არსებობას ვერ გრძნობს.

ჰოპის ტომის გაფრთხილება

ჰოპის წინასწარმეტყველების მიხედვით, ХХI საუკუნის I მესამედი, რთული იქნება ჩვენი პლანეტის და კაცობრიობის ისტორიაში: იქნება გლობალური დათბობა, ტემპერატურის ანომალური ცვლილებები ცვლილებები: ჯერ დაცხება, შემდეგ, აცივდება. აიწევს მსოფლიო ოკეანის დონე, იქნება მზის აქტივობის პერიოდები, რომელიც ბევრი ადამიანისთვის რთული გადასატანი იქნება. უახლოეს მომავალში, მზის აქტიურობის მორიგი ფაზა 2019 წელს დაიწყება და მისი პიკი 2024 წლის II ნახევარში დადგება.
ამჟამად, როგორც პლანეტა, ისე ჩვენ, უდიდესი გარდაქმნების ეპოქაში ვიმყოფებით. მოსალოდნელია უამრავი ბუნებრივი კატაკლიზმი, გაჩნდება საშინელი დაავადება, რომელის მსხვერპლი უამრავ ადამიანი გახდება. მაგრამ, წამლის შექმნა შეუძლებელი იქნება, დახრის კუთხეს შეიცვლის დედამიწის წარმოსახვითი ღერძი...imageრთული პერიოდი პლანეტაზე 2035 წლამდე გაგრძელდება და შემდეგ, წინასწარმეტყველების მიხედვით, «ნათელი მომავალი» დადგება! მაგრამ, ჯერ პასუხი უნდა ვაგოთ იმისთვის, რაც ბუნებას დავუშავეთ, მასთან ჰარმონიაში ცხოვრების არ ცოდნის, თუ ამის სურვილის არ არსებობის გამო.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageვანგას წინასწარმეტყველება უახლოესი 30 წლის მანძილზე

ომს არაფერი მოაქვს, უბედურების და ნგრევის გარდა...

მითები და რეალობა ველური დასავლეთის შესახებ

ინდიელი ხალხის სიბრძნე

3
2118
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2118
  
2018, 2 ივნისი, 18:49
მადლობა, საინტერესოა
2018, 2 ივნისი, 15:09
მდაა...საშიშია...
2018, 2 ივნისი, 14:44
ამის ყველა ნიშანი სახეზეა! ჩვენი ბებერი დედამიწა ტორტმანს უმატებს..
0 1 3