ადამიანები ძველთაგან გრძნობდნენ, რომ გენიალური და ვინჩის მიერ შექმნილ მონა ლიზას პორტრში, რაღაც საიდუმლო იმალება. დღემდე არ წყდება კამათი იმასთან დაკავშირებით, თუ რეალურად ვინ არის ასახული «ჯოკონდას» სახელით ცნობილ ტილოზე? თუ მხატვრის მოდელი ლიზა გერარდინი იყო და პორტრეტი დაკვეთით იქმნებოდა, მაშინ რატომ არ გადასცა მხატვარმა ტილო დამკვეთს? სწორედ ამ გაურკვევლობამ წარმოქმნა სხვადასხვა ჰიპოთეზა სურათზე ასახული ქალის ვინაობასთან დაკავშირებით. მათ შორის, ყველაზე პოპულარული, ამერიკელი მკვლევარის ჰიპოთეზა იყო, რომლის მიხედვით, პორტრეტზე თავად ლეონარდო და ვინჩი იყო გამოსახული. ამ დასკვნამდე ის, სპეციალური კომპიუტერული პროგრამით, მხატვრის ავტოპორტრეტის და «ჯოკონდას» შედარებითი ანალიზის საფუძველზე მივიდა.
მაგრამ, ლეონარდოს საკუთარი პორტრეტი მონა ლიზას სახით, რომელიც ნამდვილად ასრულებდა ნატურის როლს, პორტრეტის შექმნის დროს და ეს თუ ასეა, მაშინ რატომ ჰგავს ქალის პორტრეტი ასე ძალიან მხატვარს?
როგორც აღმოჩნდა, «ჯოკონდას» საიდუმლო, ლეონარდო და ვინჩის ბიოგრაფიას, უფრო სწორედ - მის დაბადებას და ბავშვობის პერიოდს უკავშირდება.
ლეონარდოს მამა, ნოტარიუსი სერ პიერო და ვინჩი იყო, რომელსაც დიდი მამული ჰქონდა ქ. ვინჩის გარეუბანში, ტოსკანის რეგიონში, ფლორენციასთან ახლოს. სწორედ იქ გაიცნო მან ლეონარდოს მომავალი დედა, გოგონა სახელად კატერინა, რომელიც ადგილობრივი გლეხის შვილი იყო.
სერ პეირო 25 წლის იყო, როდესაც ლეონარდო მოევლინა ამ ქვეყანას. «და მაშინვე, მოხუცმა ანტონიომ (პიეროს მამა), რომელიც ოჯახშო მათი სტატუსისთვის შეუფერებელი რძლის წინააღმდეგი იყო, სასწრაფოდ დააქორწინა საკუთარი შვილი ფლორენციელ გოგონაზე, ამადორების ოჯახიდან. რაც შეეხება კატერინას, ის ანტონიოს და პიერო დელ ვაკას შორის დადებული გარიგების შემდეგ, ამ უკანასკნელის ცოლი გახდა» - წერს ლეონარდო და ვინჩის ერთ-ერთი ბიოგრაფი. ასე, რომ, ლეონარდო დი სერ პიედრო და ვინჩი (და ვინჩი - მხატვრის გვარი არ არის. ის დაბადების ადგილს ნიშნავს) დაბადებისთანავე მშობლების გარეშე დარჩა, რადგან კატერინას ქმარმა ბავშვის აღზრდაზე უარი თქვა და არც ცოლს მისცა ლეონარდოსთან ურთიერთობის უფლება (პიედრო ჭირვეული, შარიანი და ჩხუბისთავი იყო და სავარაუდოდ, ცოლი რაღაცით დააშინა).
5 წლის იყო მომავალი მხატვარი და მეცნიერი, როდესაც შენიშნა, რომ მას გამუდმებით ვიღაც ქალი უთვალთვალებდა. კატერინამ შვილის დავიწყება ვერ შეძლო და მფარველ ანგელოზად მოევლინა მას. როდესაც ბავშვი გარეთ თამაშობდა ან სეირნობდა, ის ყიველთვის შორი-ახლოს იდგა და სევდანარევი ღიმილით უყურებდა.
ლეონარდოს ჩანაწერებში ვკითხულობთ: «კატერინა 1493 წლის 16 ივლისს მოვიდა». (სავარაუდოდ, ქმრის გარდაცვალების შემდეგ. იმ დროს ლეონარდო უკვე 41 წლის იყო). მიუხედავად იმისა, რომ ლეონარდო მას კატერინად მოიხსენიებს, მას მთელი გულით უყვარდა დედა, რომელიც მთელი ბავშვობის მანძილზე, ჩრდილივით დაჰყვებოდა.
ლეონარდო ძალიან ჰგავდა დედას და როგორც მისი ბიოგრაფები ფიქრობდნენ, სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ მას ავტოპორტრეტების ხატვა არ უყვარდა. როდესაც ის საკუთარი სახის ხატვას იწყებდა, საბოლოო ჯამში, ტილოზე დედის სახე ისახებოდა, მაგრამ გროტესკული ფორმით.
მხატვარს კარგად ახსოვდა დედის ნაკვთები და უნდოდა კიდეც მისი დახატვა, მაგრამ კატერინა ტილოზე ცოცხალივით რომ ყოფილიყო, მოდელი სჭირდებოდა. როგორც ჩანს, მონა ლიზა გერარდინი, ფრანჩესკო დელ ჯოკონდას მეუღლე, კატერინას რაღაცით ჰგავდა, ან მას ახსენებდა მხატვარს. ზუსტად მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ლეონარდოს დაკვეთით არ შეუქმნია მონა ლიზას პორტრეტი. მხატვარი განზრახ დაუახლოვდა ფრანჩესკოს ოჯახს და მისი ცოლის პორტრეტის დახატვის იდეაც სწორედ მას ეკუთვნოდა.
ლეონარდო და ვინჩი, მონა ლიზას პორტრეტის სახით, საკუთარ დედას ხატავდა, რომელიც იმ პერიოდისთვის, უკვე გარდაცვლილი იყო. პორტრეტის შექმნას მან 4 წელი მოანდომა და ერთი ვერსიით, ის პარალელურად ორ ტილოზე მუშაობდა: ერთი მონა ლიზას პორტრეტი იყო, რომელიც პატრონს ჩააბარა, ხოლო ჩვენთვის ცნობილი «ჯოკონდა» - მხატვრის სიცოცხლის ბოლომდე, მასთან დარჩა.
მეორე ვერსიით, - პორტრეტის დასრულების შემდეგ, მხატვარმა ფლორენცია დატოვა და ტილოც თან წაიღო, რადგან ის მეტისმეტად ძვირფასი იყო მისთვის. მას შემდეგ, ის და კატერინა «განუყრელები იყვნენ». მხატვარს პორტრეტი, მოგზაურობის დროს, სულ თან დაჰქონდა და არავის აჩვენებდა.
ის რომ პორტრეტზე მართლა კატერინაა და არა მონა ლიზა, ის ფაქტიც მეტყველებს, რომ პორტრეტის უკანა ფონზე ბუნების პეიზაჟია. ზუსტად ისეთი, როგორიც მის მშობლიურ მხარეში, ტოსკანაში იყო. სადაც კატერინა ცხოვრობდა და თავად ლეონარდო დაიბადა.თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
«მონა ლიზა» და «ჯოკონდა» სხვადასხვა სურათები ყოფილა
სალვადორ დალის საიუვილირო ნაკეთობები (+ ვიდეო «მფეთქავი» «სამეფო გული»)
ყველაზე საოცარი «ბაღები» პლანეტაზე
მუზეუმებში გადაღებული უნიკალური ფოტოები (დადგმული არ არის)