ასტროლოგია ზოდიაქოს 15 წყვილი, რომელთაც იდეალური ოჯახის შექმნა შეუძლიათ 2018, 25 მაისი, 13:34 ზოდიაქოს 12 ნიშანი არსებობს, რომელთა წარმომადგენლები ერთმანეთისგან ხასიათით, ქცევებით, შეხედულებებით და ენერგეტიკითაც კი განსხვავდებიან.
თუ ჰოროსკოპის გჯერათ, ზოდაქოს ნიშნების ურთიერთდამთხვევა სიყვარულში, უთუოდ დაგაინტერესებთ. 1. მერწყული და ტყუპები მათი კავშირი არასოდესაა მოსაწყენი, რადგან მათ შორის მტკიცე ფსიქოლოგიური კავშირია. ისინი თითქოს ერთმანეთის აზრებს კითხულობენ. ამ ნიშნებს ინდივიდუალიზმისკენ მკვეთრად გამოხატული სწრაფვა გააჩნიათ, ამიტომ ურთიერთობაში ერთმანეთის პირად სივრცეს პატივს სცემენ. 2.მშვილდოსანი და ვერძი როგორც კი ცეცცხლის სტიქიის ეს ორი წარმომდაგენელი ერთმანეთს ხვდება, მათ შორის ვნება იფეთქებს. საწოლში მათ ყოველთვის კარგად აქვთ საქმე, მაგრამ საბედნიეროდ მათი თანხვედრა ამით როდი მთავრდება. ორივე აღმერთებს გართობას, აქტიურ დასვენებას და ერთად მოგზაურობას. 3.სასწორი და ტყუპები მათ შორის ძლიერი ინტელექტუალური კავშირია. ყოველთვის პოულობენ საინტერესო თემებს სასაუბროდ, ერთმანეთს ახალ რაღაცას ასწავლიან და ერთად ვითარდებიან. მათი ტკბობის წყარო მენტალურ თანხვედრაშია. სწორედ დიალოგი ეხმარება მათ ახალი საერთო საქმის პოვნაში. 4.ლომი და მშვილდოსანი მათი სულიერი კავშირი ერთერთი ყველაზე მტკიცეა. ისინი ერთამენთს ნეგატივისგან ათავისუფლებენ და სიყვარულით ავსებენ. როცა ეს ნიშნები წყვილს ქმნიან, ბრძენ და ფილანტროპ ადამიანებად გარდაიქმნებიან, რომლებიც მზად არიან მთელ მსოფლიოს დაეხმარონ. მეგობრები მათ წყვილს ოჯახურ ფსიქოთერაპევტებად მოიხსენიებენ. 5. კურო და კიბო ეს ორნი საიმედოობას და სტაბილურობას აფასებენ ურთიერთობებში. ერთმანეთის ერთგულები არიან და მზად არიან ნებისმიერ წუთს დაეხმარონ ერთმანეთს, თუნდაც რისკის ფასად.რაც უფრო დიდხანს არიან ერთად, მით უფრო მყარდება მათი კავშირი. 6.თევზები და კურო მეოცნებე თევზებისთვის კურო საიმედო დასაყრდენია, კუროსთვის კი თევზები-შთაგონების წყაროა. ისინი რამდენადმე განსხვავებულნი არიან, მაგრამ ასტროლოგები მონათესავე სულებად მიიჩნევენ. 7.ქალწული და თხის რქა ამ ნიშნებს და მათ მყარ კავშირს მიწის სტიქია აერთიანებს. ქალწულების მიზანსწრაფულობას და თხის რქის შრომისმოყვარეობას ამ წყვილისთვის ფინანსური წარმატება მოაქვს. ქალწულების პატივისცემა ურთიერთობაში და თხის რქის გულუხვობა კომპლიმენტებზე-მათი კავშირის ჰარმონიას უზრუნველყოფენ. 8.თევზები და მორიელი მათ უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის აზრების და სულების.მათ შორის საიდუმლო არ არსებობს, პირველ რიგში იმიტომ, რომ არც გამოსდით რაიმეს დამალვა ერთმანეთისგან, მეორეც იმიტომ, რომ ეს ნიშნები ძალიან აფასებენ ნდობას და პატივისცემას ურთიერთობებში. 9.თხის რქა და კურო მათ უყვართ ფანტაზიებში და ღრუბლებში ფრენა.ერთობლივი გეგმები და ოცნებები კი მათ კავშირს ამყარებს, ჩანაფიქრის რეალიზება კი ახალი ემოცებით ავსებს მათ წყვილს, რაც მათ ურთიერთობასაც ახალისებს. 10.მორიელი და კიბო ორივეს შეუძლია ემოციების ფართო სპექტრი დაიტიონ და მოთმინებით და სიფრთხილით უდგებიან თავისი სიყვარულის ობიექტს. პარტნიორის მიმართ ძალიან ყურადღებიანები და მზრუნველები არიან, რაც უსაზღვრო ზრუნვაშიც გამოიხატება. მათ, უბრალოდ არ შეუძლიათ ისე იჩხუბონ, რომ დაშორდნენ. 11.ქალწული და კურო ისინი არასოდეს იჭრებიან ერთმანეთის პირად სივრცეში, მაგრამ ამავდროულად თავს ერთ მთლიანობად გრძნობენ. პატივს სცემენ ერთმანეთის ინტერესებს და ერთად დასვენებაც კარგად გამოსდით. 12. კიბო და თევზები მათ ურთიერთობას წყლის სტიქია განსაზღვრავს. მათ საერთო მიზნები, ღირებულებები და გემოვნება აქვთ. ერთმანეთისა სიტყვის დაუმთავრებლად ესმით და ერთი მიმართულებით იყურებიან. 13.ვერძი და მერწყული მათი ურთიერთობა გულითადი მეგობრობით იწყება. ნაზი გრძნობები კი მათში თანდათანობით ღვივდება და სამუდამოდ რჩება. ოჯახურ ურთიერთობებშიც კი, ისევე როგორც შეყვარებულობის პერდიოდში, ისინი ახალ თავდაგასავლებს, რისკს და ავანტიურას ეძებენ, რაც მათ ოჯახურ ცხოვრებას რუტინულს ნამდვილად არ ხდის. 14.ლომი და ვერძი ორივე ნიშანი ძალიან ნათელი და შემოქმედებითი ნატურაა. როცა ერთად არიან აალებულ კოცონს გვანან, რომელიც თავისი სითბოთი მათაც და გარშემომყოფთაც ათბობს. მათი ერთობლივი მისწრაფებები კი მათ ურთიერთობას აფერადებს და კავშირს უფრო მტკიცე ხდის. 15.მშვილდოსანი და მერწყული მათ ერთნაირი მიზნები და მისწრაფებები აქვთ. მაგრამ მერწყული ნოვატორია, მშვილდოსანი კი ფანტაზიორი და იდეალისტი. იმისთვის, რომ თავისი ოცნებები განახორციელონ, ეს ორი ნიშანი უბრალოდ ერთად უნდა იყოს. 1098 1-ს მოსწონს
|