x
image
ლეელ
საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი-გზა 1918 წლის 26/05-დან 1991 წლის 26/05-მდე
imageimage

1800 წლის 18 დეკემბერს რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა ხელი მოაწერა ბრძანებას ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შესახებ, რომელიც სანკტ-პეტერბურგსა და მოსკოვში 1801 წლის 18 იანვარს გამოქვეყნდა. იგივე ბედი ეწია საქართველოს დანარჩენ სამეფო-სამთავროებს. მთელი მე-19 საუკუნე საქართველო მეფის რუსეთის ბატონობის ქვეშ იმყოფებოდა. მხოლოდ მე-20 საუკუნის დამდეგიდან იწყება ბრძოლა დამოუკიდებლობის აღდგენისა და ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვებისთვის.

საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის12 მარტს აღადგინა.

1917 წელსვე რუსეთში მოხდა თებერვლის რევოლუცია, რომელმაც დაამხო მეფის ხელისუფლება. სამხრეთ კავკასია გადაეცა დროებითი მთავრობის სამხარეო ორგანოს, ამიერკავკასიის განსაკუთრებულ კომიტეტს ე.წ. "ოზაკომს".


image


1917 წლის 15 ნოემბერს ევგენი გეგეჩკორის მეთაურობით შეიქმნა დემოკრატიული მთავრობა "ამიერკავკასიის კომისარიატი", რომელმაც არ სცნო რუსეთი ოქტომბრის ბოლშევიკური რევოლუციის შედეგად დამყარებული ბოლშევიკური დიქტატურა. image
1917 წლის აპრილში ჩამოყალიბდა "საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული

საბჭო" აკაკი ჩხენკელის თავჯდომარეობით.

image

1917 წლის 19 ნოემბერს საბჭომ ჩაატარა პირველი ეროვნული ყრილობა, , სადაც მოწვეულნი იყვნენ ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკური პარტიები, ეთნიკური უმცირესობების, სხვადასხვა კონფესიის, პროფესიული განათლების წარმომადგენლები. ფართო წარმომადგენლობითმა ყრილობამ აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭო ნოე ჟორდანიას მეთაურობით. image

1918 წლის 6 იანვარს რუსეთში ბოლშევიკური დიქტატურა დამყარდა, რამაც საფრთხე შეუქმნა ამიერკავკასიის დამოუკიდებლობას. ამავე პერიოდში აქტიურდება თურქეთიც, რომელიც ბრესტ-ლიტოვსკის სეპარატისტული ზავის შესრულებას ითხოვდა. თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ ქართველებსა და სომხებს უხდებოდათ, რადგან აზერბაიჯანი მხარს თურქეთს უჭედა.

ასეთ ვითარებაში ქართულ მხარეს შეხვდა გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი გენერალი ფონ ლოსოვი.

image

რომელიც სთავაზობდა ქართულ მხარეს გერმანიის დახმარებით დამოუკიდებლობის გამოცხადებას და მოკავშირე ოსმალეთთან მოლაპარაკებებში შუამავლობას. ერთადერთი გამოსავალი სწორედ რომ დამოუკიდებლობის გამოცხადება იყო. სწორედ ამიტომ, 1918 წლის 26 მაისს, 16 საატსა და 50 წუთზე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, გოლოვინის (რუსთაველის) გამზირზე, დამოუკიდებლობა გამოაცხადეს ქართველებმა, მთავრობის პირველ თავჯდომარედ დაინიშნა ნოე რამიშვილი, რომელიც 1918 წლის ივნისში ნოე ჟორდანიამ შეცვალა.

ნოე რამიშვილიimage

ნოე ჟორდანიაimage


1921 წლის 21 თებერვალს დამტკიცდა საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია.

image

4 დღის შემდეგ, კი საბოლოოდ დასრულდა 12 თებერვალს დაწყებული საქართველოს გასაბჭოება. დამოუკიდებელმა საქართველომ შეწყვიტა არსებობა.

დღეს-დღეობით საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა. 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც ქვეყნის მოსახლეობის 97 % მხარს უჭერდა დამოუკიდებლობის აღდგენას. მოგვიანებით, 1991 წლის 26 მაისს ჩატარდა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც პირველი პრეზიდენტი გახდა ზვიად გამსახურდია. image

0
34
3-ს მოსწონს
ავტორი:ლეელ
ლეელ
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0