x
image
ლეელ
პრეზიდენტი „ლეზერნიკის“ სამხედრო ბაზაზე.
საქართველოს პრეზიდენტმა ავღანეთში ვიზიტის ფარგლებში, "ლეზერნიკის" სამხედრო ბაზაზე შტაბის განლაგებაში შეხვედრა გამართა.

ბატალიონის ხელმძღვანელობამ საქართველოს დელეგაციის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბატალიონის წინაშე არსებული საბრძოლო ამოცანებისა და გამოწვევების შესახებ.
image

პრეზიდენტი დელეგაციის წევრებთან ერთად ბატალიონის პირადი შემადგენლობის განლაგების ადგილსაც ეწვია და ქართველი სამხედროების საცხოვრებელი ბანაკი დაათვალიერა.

image



გიორგი მარგველაშვილი ასევე დაესწრო სასწავლო ცენტრში მიმდინარე ტექნიკურ მეცადინეობასაც

image


შეხვედრის შემდეგ ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილა

image


პრეზიდენტის განცხადება:

"ყველა ქართველი ვამაყობთ იმით, რასაც ჩვენი ჯარი ISAF-ის მისიის ფარგლებში აკეთებს. ეს სიამაყე ერთი ათად იზრდება, როდესაც აქ მყოფ ჯარისკაცებს პირადად ხვდები. თითოეული მათგანი გმირია და ამას ყოველდღიურად ამტკიცებენ. სიამაყის გრძნობით ივსები, როდესაც ესაუბრები კოალიციის სხვა წევრებს, მათ, ვისაც ამ ადამიანებთან ერთად უწევთ მუშაობა. ისინი მუდმუვად აღნიშნავენ განსაკუთრებულ პატივისცემას ქართველი ჯარისკაცების მიმართ და განსაკუთრებული აღტაცებით ლაპარაკობენ ქართველთა საბრძოლო სულზე.

აქ სამსახურისა და შემდგომ პერიოდში მინდა ყველას კიდევ ერთხელ ვუსურვო წარმატება და სახლში ჯანმრთელად დაბრუნება. ყოველთვის ვიამაყებ ქართული ჯარითა და ქართული მხედრული სულის მონაპოვარით."

imageimageimageimage

imageimageimage


imageimageimage



P.s. კომენტარი თქვენთვის მომინდია


0
32
12-ს მოსწონს
ავტორი:ლეელ
ლეელ
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0