ბიოგრაფია როგორ დაუბრუნდა ბრაზილიელი უსახლკარო პოეტი ნორმალურ ცხოვრებას 2018, 25 მაისი, 8:22 35 წელი ბრაზილიელმა მამაკაცმა Raimundo Arruda Sobrinho მა გაატარა ქუჩაში. ის იყო უსახლკარო ადამიანი, ეცვა ნაგვის პარკებისგან გაკეთებული ტანსაცმელი ჩვეულებრივი ტანსაცმლის მაგივრად და საჭმელსაც სანაგვეში პოულობდა, მაგრამ ის მთელი ამ დროის განმავლობაში განაგრძობდა ლექსების წერას. რომელიც მას საბოლოოდ დაეხმარა ნორმალური ცხოვრების დაბრუნებაში.
რაიმუნდო დაიბადა სან პაულოს გარეუბანში და 23 წლის ასაკში გადავიდა ქალაქში. აქ მუშაობდა მებაღე და გამყიდველი იყო წიგნის მაღაზიაში. მაგრამ მან ყველაფერი დაკარგა და ის გახდა უსახლკარო. ის სხვა უსახლკარო ადამიანებისგან განსხვავებული იყო, გამუდმებით წერდა ფურცელზე რაღაცეებს. მას ძალიან ბევრი მოთხრობები და ლექსები ჰქონდა დაწერილი, პოეტს ზოგჯერ ქაღალდი არ ჰყოფნიდა რომ დაეწერა. რაიმუნდოს ცხოვრება შეიცვალა 2011 წელს როდესაც მან გაიცნო შალა მონტეირო. გოგონა დაინტერესდა იმით თუ რას წერდა ყოველთვის ეს მამაკაცი და სთხოვა მისთვის ენახებინა ნაწერები. უსახლკარო პოეტმა ანახა თავისი ნაწერები და გოგონას ძალიან მოეწონა მისი ლექსები და მოთხრობები. შალა წერდა პოსტებს სოციალურ ქსელებში ნიჭიერ უსახლკარო პოეტზე, რის შემდაგადაც ის ყველამ გაიცნო. ბევრმა ადამიანმა სურვილი გამოთქვა რომ დახარებოდნენ რაიმუნდოს. სოციალურ ქსელებში რაიმუნდოს გამოჩენის შემდეგ მას ძმაც გამოეხმაურა, რომელსაც წლების განმავლობაში არ იცოდა მის შესახებ არაფერი. ხანგრძლივი დაშორების შემდეგ ძმები შეხვდნენ ერთმანეთს და ეხლა ერთად ცხოვრობენ. ამჟამად რაიმუნდო 77 წლის არის და ის დაუბრუნდა ნორმალურ ცხოვრებას. ის აგრძელებ ლექსების და მოთხრობების წერას რომლებიც წარმატებით გამოიცემა. 128 შეფასება არ არის
|