სხვა ამერიკელმა სატვირთოს მძღოლმა ლატარიაში 298 მილიონი დოლარი მოიგო 2019, 1 თებერვალი, 13:51 მან იყიდა იაფიანი ლატარიის ბილეთი Powerball ავტოგასამართ სადგურზე, ეს მამაკაცი გახლავთ 56 წლის ამერიკელი დეივ ჯონსონი. ის აცხადებს რომ ვერ წარმოიდგენდა თუ მისი შენაძენი როგორ დასრლდებოდა, უბრალო სატვირთოს მძღოლმა ბრუკლინიდან რომელმაც 298, 3 მილიონი დოლარის ჯეკპოტი მოიგო. მე მდიდარი ვარ, მე აღარ ვაპირებ მუშაობას! განაცხადა იღბლიანმა მამაკაცმა მოგების შემდეგ.
ერთი თვის წინ სატვირთოს მძღოლმა ბრუკლინიდან, 56 წლის დეივ ჯონსონი წავიდა სამუშაოდ თავისი სატვირთოთი. მამაკაცი მივიდა ავტოგასამართ სადგურზე Arnold Service Station, სადაც მან შეიძინა ჩვეულებრივი ლატარიის ბილეთი 5 დოლარად რომლის სახელიც არის Powerball. ის ვერც წარმოიდგენდა თუ რას შეცვლიდა მის ცხოვრებაში ეს ლატარიის ბილეთი. მეორე დღეს ჯონსონი ცუდად გრძნობდა თავს და გადაწყვიტა სახლში დარჩენილიყო. მას დაავიწყდა კიდევაც თავისი ლატარიის ბილეთი, ხოლო ორი დღის შემდეგ მას დაურეკა კოლეგამ და უთხრა რომ მისიმა შეძენილმა ბილეთმა რომელიც შეიძინა ავტოგასამართ სადგურზე მოიგო ჯეკპოტი. ხოლო ამის შემდეგ მან გადაწყვიტა თავისი ბილეთის გადამოწმება და წავიდა ავოტოგასამართ სადგურზე. "მე უყურებდი ციფრებს და ვფიქრობი: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო". გამოვედი მაღაზიიდან, ჩავჯექი მანქანაში და გავემგზავრე სახლში. იღბლიანი მამაკაცი ჯეკპოტის მოგების შემდეგ დაუყოვნებლივ წამოვიდა სამუშაოდან. მან დაურეკა ნათესავებს და უთხრა: "მე მდიდარი ვარ, მდიდარი! მე აღარ მომიწევს არასდროს მუშაობა". მან აისრულა ოცნება და იყიდა თავისი საოცნებო მანქანა წითელი Porsche. 635 1-ს მოსწონს
|