საქართველო დუტუ მეგრელის ლექსი "მე პატარა ქართველი ვარ", რომელსაც შემოკლებულად ასწავლიდნენ სკოლებში 2018, 23 მაისი, 10:39 დუტუ მეგრელი, იგივე დიმიტრი თომას ძე ხოშტარია (1867 - 1938) იყო ქართველი მწერალი, პოეტი და საზოგადო მოღვაწე. ავტორი ყველასთვის ცნობილი ლექსისა "მე პატარა ქართველი ვარ". ამ ლექსის სრული ვარიანტი იკრძალებოდა საბჭოთა კავშირის პერიოდშიც და ახლაც ასე იცის საზოგადოებამ, შემოკლებული ფორმით, მხოლოდ თავი და ბოლო. შემოგთავაზებთ ამ ლექსის სრულ ვერსიას და მიხვდებით რატომ იკრძალებოდა ამ ლექსის ეს ვარიანტი: მე პატარა ქართველი ვარ კავკასიის მთების შვილი და განცხრომით სხვაგან ყოფნას მირჩევნია აქ სიკვდილი. ქართლ-კახეთი, იმერეთი გურია და სამეგრელო, რაჭა ლეჩხუმ ჯავახეთი და მესხეთი სასახელო, ხევი, თუშ-ფშავ-ხევსურეთი, სვანეთი და აფხაზეთი, ძველი ტაო, იმერხევი, საინგილო და ლაზეთი, მთიულეთი საარაკო და აჭარის ზღვა და მდელო ყველა ჩემი სამშობლოა - საყვარელი საქართველო. ქვეყნის თვალი ეს ქვეყანა ღვთისმშობლისა არის წილი ბევრ მწარე დღეს მოსწრებია და უნახავს ბევრიც ტკბილი ხან თუ მტერი აოხრებდა იყო მღვრელი ცრემლის ცხარის, ბრწყინვალე დროც დადგომია, დრო დავითის და თამარის. მე პატარა ქართველი ვარ, სახელოვან ერის შვილი და მსურს მერგოს სასახელო მე სიცოცხლე და სიკვდილი. ცხადია, რომ ის ტერიტორიები, რომელიც დასახელებულია ლექსში არ შედიოდა საბჭოთა საქართველოს შემადგენლობაში, თავად საბჭოთა კავშირი კი აფხაზეთშიც კი უკვე ანტიქართულ პოლიტიკას ეწეოდა, ხდებოდა მოსახლეობის თანდათანობითი რუსიფიკაცია, სტალინს კი უკვე მინიჭებული ჰქონდა აფხაზეთისთვის, სამაჩაბლოსთვის და აჭარისთვის ავტონომია და თვითონ სამაჩაბლოსთვისაც სამხრეთ ოსეთი გადარქმეული ჰქონდა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორი იდეოლოგიით იზრდებიან ბავშვები და გასათვალისწინებელია, რომ ისტორიის სწორი სწავლება აყალიბებს ძლიერ და თავის თავში დაჯერებულ, ღირსეულ ერს და მოსახლეობას. საქართელოს აღქვა დღეს არის როგორც პატარა ერის, მაგრამ ეს არ წარმოადგენს სიმარტლეს, ვინაიდან ერი არ იზომება მხოლოდ ტერიტორიით, არამედ იმ კულტურით რაც მან შექმნა და იმით თუ ისტორიის განმავლობაში რამდენ ადამიანს აქვს ნაცხოვრები მოცემულ ტერიტორიაზე. საქართველოში, იმ ტერიტორიაზე რომელიც ჩამოთვლილია ლექსში ისტორიის განმავლობაში ნაცხოვრები აქვს მილიარდზე მეტ ადამიანს. ამ ტერიტორიებზე ადამიანი უკვე 2 მილიონი წელია სახლობს, დიახ, ისინი არ იყვნენ ჩვენი კონკრეტული ეთნოსი, მაგრამ აქ ნაცხოვრები ადამიანების სისხლი და გენომი გადმოსულია დღევანდელ ქართველებში და ჩვენ ვდგავართ მილიარდი ადამიანის ფესვზე, ამიტომ ვერ აქცევს ვერავინ ამ მუხას. ვიკინგებს ბრძოლის დაწყების წინ ჰქონდათ ასეთი ლოცვა: და აჰა, ვხედავ მამას ჩემსას, და აჰა, ვხედავ დედას ჩემსას და ძმებს და დებს ჩემსას და აჰა, ვხედავ რიგებს ჩემი ხალხისას დასაბამიდან. აჰა, მიხმობენ ისინი, მომიწოდებენ დავიკავო კუთვნილი ადგილი მათ შორის ვალჰალას დარბაზებში, სადაც მამაცნი განისვენებენ მარად! ყველა ძლიერი ერი და ხალხი ანიჭებდა და ანიჭებს უდიდეს მნიშვნელობას თავის ისტორიას, წარსულს და წინაპრებს. ეს ფსიქოლოგიურად ძალიან აძლიერებს ადამიანს ურთულეს სიტუაციებშიც კი. თუ ჩვენი ერი არ დაივიწყებს რომ მილიარდზე მეტი წინაპრის ფესვზეა აღმოცენებული და არ დაივიწყებს წარსულს და ამით გულგამაგრებული დაიწყებს აწმყოს შენებას უფრო შემართებით, მაშინ შეუძლებელი გახდება ამ ერის განადგურება, თუნდაც 3 მილიონი კი არა 100 ათასი რომ დარჩეს. ეს ფორმულა ეხება არა მხოლოდ ქართველ, არამედ ნებისმიერ სხვა ერს. კარგად უნდა დავიმახსოვროთ, ჯერ ჩვენ შევიგნოთ და მერე სხვებს გავაგებინოთ. ქართველები არ ვართ პატარა ერი. ეს დიდი ერია. ავტორი: თორნიკე ფხალაძე 4106 4-ს მოსწონს |
„მე პატარა ქართველი ვარ,
კავკასიის მთების შვილი
და განცხრომით სხვაგან ყოფნას
მირჩევნია აქ სიკვდილი!
ქართლ-კახეთი, იმერეთი,
გურია და სამგრელო –
ყველა ჩემი სამშობლოა,
საყვარელი საქართველო.
ქვეყნის თვალი – ეს ქვეყანა
ღვთის მშობლისა არის წილი;
ბევრ მწარე დღეს მოსწრებია
და უნახავს ბევრიც ტკბილი:
ხან თუ მტრები აოხრებდა,
იყო მღვრელი ცრემლის ცხარის;
ბრწყინვალე დროც დასდგომია,
დრო დავითის და თამარის!..
მე პატარა ქართველი ვარ,
სახელოვან ერის შვილი
და მსურს, მერგოს სასახელო
მეც სიცოცხლე სიამ-ტკბილი“.
თუმცა აქაც ბოლო სტრიქონში სიამ-ტკბილის ნაცვლად სიკვდილი იყო.