x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
უინსტონ ჩერჩილი და უცხოპლანეტელები

ცოტა ხნის წინ, მასმედიაში ინფორმაცია გაჩნდა უინსტონ ჩერჩილის, ადრე უცნობი, ხელნაწერების აღმოჩენის შესახებ, რომელშიც ის სხვა პლანეტებზე ცივილიზაციების შესაძლო არსებობზე მსჯელობს. ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ეს პატარა ნაშრომი, თითქმის 80 წლის წინ არის დაწერილი და მასში განხილული საკითხები დღემდე არ კარგავს აქტუალობას.


image


ქ. ფულტონის (მისურის შტატი, აშშ) უინსტონ ჩერჩილის ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებმა, საკუთარ არქივში, უნიკალური აღმოჩენა გააკეთეს. მუზეუმის საცავში, მათ პრესაში გამოსაქვეყნებლად გამზადებული სტატიის შავი ვარიანტი იპოვეს, რომელიც ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ იყო დაწერილი. 11 ფურცელზე დაწერილი ტექსტი ინფორმაციას შეიცავს არამიწიერი ცივილიზაციების შესაძლო არსებობის შესახებ.

1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, ცოტა ხნით ადრე, ლეგენდარულმა პოლიტიკოსმა ესე დაწერა, სათაურით - «მარტონი ვართ თუ არა სამყაროში?». ამის შემდეგ, თავისი ნაშრომი დროებით გადადო (ყველასთვის გასაგები მიზეზის გამო) და მას 50-იან წლებში ისევ დაუბრუნდა, - ტექსტში გარკვეული შესწორებები შეიტანა, თუმცა გაზეთში არ გამოუქვეყნებია.

ისტორიულ-უფოლოგიური თვალსაზრისით, ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის აღმოჩენამ, მუზეუმის თანამშრომლები ძალიან გაახარა. მაგრამ, ხელნაწერის გასაჯაროებას ჯერ-ჯერობით არ აპირებენ. როგორც მუზეუმის დირექტორი ტიმოთი რაილი ამბობს, გარკვეული პრობლემები არსებობს სტატიის საავტორო უფლებებთან დაკავშირებით. მაგრამ, მისდამი საზოგადოების უდიდეს ინტერესს და დოკუმენტის მნიშვნელობას თუ გავითვალისწინებთ, ტექსტი ახლო მომავალში აუცილებლად გამოქვეყნდება. მანამდე კი, მეცნიერებს ჩერჩილის ნაშრომის მხოლოდ მოკლე შინაარსის გასაჯაროების უფლება აქვთ.

imageჯორდანო ბრუნო სამყაროების უსასრულობის შესახებ

imageჩერჩილის ნაშრომის საფუძველს ნ. კოპერნიკის ჰელიოცენტრული სისტემა და ჯ. ბრუნოს წიგნი, - «სამყაროების უასრულობის შესახებ» (1584 წ. ლონდონი) წარმოადგენს, რომელშიც ცნობილი მეცნიერი ამტკიცებს, რომ მზის და მის ირგვლივ მოძრავი პლანეტების გარდა, სამყაროში სხვა ვარსკვლავების სისტემებიც არსებობს და მათი რაოდენობა, შეიძლება, «უსასრულო იყოს».
გარდა ამისა, ბრუნო თვლიდა, რომ დედამიწა არ არის გაყინული, სტატიკური «შექმნის აქტი», რომ ის მუდმივად განიცდის სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებას და იცვლება: «ზღვა კონტინენტად გარდაიქმნება, ხოლო კონტინენტი - ზღვად» - წერდა ის.

სწორედ ამ იდეების გამო დასაჯეს სიკვდილით ბრუნო და არა იმიტომ, რომ თითქოს ამტკიცებდა, დედამიწა ბრუნავსო. ეკლესიისთვის მიუღებელი იყო მზის სისტენის გარდა, სხვა ვარსკვლავების არსებობა და ამის გამი, პროგრესულად მოაზროვნე მეცნიერმა 15 წელი დევნილობაში და 8 წელი ციხეში გაატარა, ხოლო შემდეგ, რომის ცენტრში, კამპო დეი ფიორის მოედანზე, კოცონზე დაწვეს.
2002 წელს რომის პაპმა იოან პავლე II რომის კათოლიკური ეკლესიის სახელით, საჯაროდ მოიხადა ბოდიში, ინკვიზიციის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების გამო. რაც შეეხება ჯორდანო ბრუნოს, იმ ადგილზე, სადაც სიკვდილით დასაჯეს, ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს, მისი ძეგლი აღმართეს.imageხელნაწერები არ იწვის!

image
როგორც სტატიიდან ირკვევა, უინსტონ ჩერჩილი სერიოზულად ფიქრობდა უცხო ცივილიზაციებთან კონტაქტის დამყარების პრობლემებზე. რეალური საფუძვლის, თუ ფაქტების არ არსებობის გარეშე, ის მსგავს საკითხზე ყურადღებას არ გაამახვილებდა, რადგან სკეპტიკური აზროვნებით გამოირჩეოდა და ფანტაზიორობა არ უყვარდა. გარდა ამისა, მას სამხედრო განათლება ჰქონდა (12 წლიდან სამხედრო სკოლაში სწავლობდა) და არასდროს დაინტერესებულა ზუსტი მეცნიერებებით, მათ შორის, - ასტრონომიით და ასტროფიზიკით. მიუხედავად ამისა, გამოჩენილი პოლიტიკოსი, რაციონალისტი და რეალისტი, ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით, თვლიდა, რომ უცხო ცივილიზაციებთან კავშირის დასამყარებლად, არც დრო უნდა დაიზოგოს და არც ძალისხმევა.
აღმოჩენილ სტატიაში, ჩერჩილის მსჯელობია, როგორც ყოველთვის, ლოგიკური იყო. ის სრულად იზიარებდა ჯორდანო ბრუნოს მოსაზრებას ბევრი სამყაროების (იგულისხმება ვარსკვლავი და მისი სისტემა) არსებობის შესახებ და თვლიდა, რომ სადღაც, სხვა ვარსკვლავის სისტემაში, აუცილებლად იქნებოდა სიცოცხლე.

ჩერჩილის მოღვაწეობის დროს, ზოგიერთი მეცნიერი უკვე ვარაუდობდა, რომ მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში, შეიძლებოდა, დედამიწის ზომის მილიონობით პლანეტა ყოფილიყო. ხოლო ჩერჩილი, ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ პლანეტაზე სიცოცხლის არსებობის აუცილებელი ფაქტორი, წყლის და ატმოსფეროს არსებობა იყო. რაც რა თქმა უნდა, რამდენჯერმე ამცირებდა ჰიპოტეთურად არსებული პლანეტების რაოდენობას, რომელზეც შეიძლება სიცოცხლე ყოფილიყო. მაგრამ, ეს არ გამორიცხავს სხვა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობას.
სტატიაში ავტორი იმასაც აღნიშნავს, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო პლანეტები, სიცოცხლის არაგონიერი ფორმებით. მაგრამ, იმ შემთხვევაშიც, თუ დასახლებული პლანეტების რიცხვი კიდევ ასჯერ შემცირდებოდა, იმის ალბათობა, რომ გალაქტიკაში, სადღაც, მაღალგანვითარებული ცივილიზაცია, თუნდაც ის ჩვენგან განსხვავებული ყოფილიყო, მაინც არსებობს. რაც იმას ნიშნავს, რომ მათთან კონტაქტის დამყარების შესაძლებლობა, ამა თუ იმ სახით, მხოლოდ დროის საკითხია.

უცხო პლანეტებზე სიცოცხლის ფორმების მსჯელობისას, პოლიტიკოსი წერდა, რომ ისეთი ვარსკვლავები, როგორიც მზე არის, სამყაროში შეიძლება კვინტილიონი იყოს და არის დიდი ალბათობა იმისა, რომ ზოგიერთი მათგანის ირგვლივ, დედამიწის მაგვარი პლანეტები ბრუნავდეს. ეს ეგზოპლანეტები, ჩერჩილის აზრით, ზომით, დედამიწის ხელა უნდა იყოს, ჰქონდეს ატმოსფერო და წყალი, თხევადი სახით. უსასრულო რაოდენობის ვარსკვლავების არსებობის გათვალისწინებით, ჩერჩილი დარწმუნებული იყო, რომ სამყაროში უამრავი ციური სხეული არსებობს, რომელზეც სიცოცხლის არსებობა და განვითარება დასაშვებია.

imageP. S. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 7 წლის წინ, დიდი ბრიტაბეთის ეროვნულმა არქივმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლითაც უინსტონ ჩერჩილი უკრძალავდა სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავებს, მათი უცხო მფრინავ ობიექტებთან შეხვედრის ფაქტების შესახებ, საზოგადოებისთვის მოყოლას. პრემიერ-მინისტრს ეშინოდა, რომ მსგავსი ინფორმაცია, მოსახლეობაში პანიკის დათესვის მიზეზი გახდებოდა.

როგორც ჩანს, ბრიტანელი მფრინავების და ამო-ს შეხვედრებს მართლაც ჰქონდა ადგილი და ჩერჩილი, ძალიან სერიოზულად ეკიდებოდა ამ საკითხს…

imageimage თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageაღმოაჩინეს დროის კაფსულა, რომელშიც გრეის კელის ფოტოსურათი და ნახატი იყო, ამო-ს გადაადგილების მარშრუტით
ნაპოვნია უცხოპლანეტელის თავის ქალა (+ ვიდეო)
ვარსკვლავების რუკა, რომელიც უცხო პლანეტელების მიერ გატაცებულმა ადამიანმა დახატა, რეალური აღმოჩნდა

ნაპოლეონის თავის ქალაში უცხოპლანეტური წარმომავლობის მიკროჩიპი აღმოაჩინეს

უცხოპლანეტელების არსებობის ფაქტი დამტკიცებულია





3
357
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
357
  
2018, 13 ივნისი, 23:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 7 ივნისი, 14:28
დიდი მადლობა
2018, 7 ივნისი, 10:15
ლალი ისევ და ისევ ძალიან საინტერესო თემა
0 1 3