სხვა თვითამპუტაცია გადარჩენისთვის. 10 წარმოუდგენელი შემთხვევა 2019, 27 თებერვალი, 9:54 როდესაც საქმე სიცოცხლეს ეხება, ცოცხალი ორგანიზმების უმრავლესობა და მათ შორის ადამიანი, ყველაფერს გააკეთებს, რომ გადარჩეს. ხან ისეთი ექსტრემალური, უჩვეულო და რთული სიტუაცია იქმნება, რომ კარდინალური გადაწყვეტილების მიღება არის საჭირო. აქ სწორედ მსგავს შემთხვევებზე და იმ ადამიანებზე მოგიყვებით, რომლებმაც სიცოცხლის შესანარჩუნებლად, საკუთარი სხეულის ნაწილზე თქვეს უარი. თუმცა, უარსაც გააჩნია... ერთია, როდესაც ადამიანს აძინებენ და ნარკოზის ქვეშ აჭრიან სხეულის ნაწილს და მეორე – საღ გონებაზე და გაუტკივარების გარეშე, თავად რომ აკეთებს ამას. ჩჟენ იანლანგიჩჟენი ჩინელი ფერმერი და ფაბრიკის მუშა იყო, როდესაც ფეხში არტერიული თრომბოზი აღმოუჩინეს. საავადმყოფოში ვიზიტებმა სრულად ამოწურა მისი ფინანსური რესურსი და როდესაც მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო, მას ფეხის ამპუტაციის ოპერაციისთვის, უკვე აღარ ჰქონდა 48 000 $. ექიმებმა მოუბოდიშეს და უთხრეს, რომ მის მდგომარეობაში ადამიანი 3 თვეზე მეტხანს ვერ იცოცხლებდა. შემდეგ თვეებში, ჩჟენის მდგომარეობა უფრო დამძიმდა. მას ფეხი გაუსივდა და ინფექცია განუვითარდა. მაგრამ ის უბრძოლველად დანებებას არ აპირებდა. 2012 წლის 14 აპრილს მან სამზარეულოს დანით და ხელის ხერხით ფეხი საკუთარი ხელით მოიჭრა. ხოლო, მოგვიანებით განაცხადა, რომ ძვლის გადასახერხად, 20 წუთი დასჭირდა. ფეხის გარდა, იმის გამო, რომ მეტისმეტად ძლიერად აწვებოდა ხის ალიკაპს, 3 კბილიც დაკარგა. მართალია, ჩჟენმა საშინელი დღეები გამოიარა, მაგრამ ახლა თავს კარგად გრძნობს და თავის ისტორიას ყველას უყვება, ვინც მოსმენის სურვილს გამოთქვამს. აარონ რალსტონიაარონი ჩვეულებრივი ბავშვი იყო, მაგრამ მისი ოჯახი საცხოვრებლად დენვერში (კოლორადოს შტატი) გადავიდა და მთების სილამაზით მოხიბლულმა ბიჭუნამ მათი დაპყრობა და შესწავლა გადაწყვიტა. საბოლოო ჯამში, ის ალპინისტი და თავგადასავლების მაძიებელი გახდა. 2003 წ. რალსტონმა იუტას შტატის სამხ-დას. მდებარე შორეული მთა-გორიანი უდაბნოს გადაკვეთა გადაწყვიტა. სწორედ მაშინ მოხდა წარმოუდგენელი რამ. აარონი კლდის ნაპრალში ჩავარდა და ზემოდან მძიმე ქვა დაეცა, რომელმაც ხელი გაუჯეჭყა და ის კლდეზე მიაკრა. გაჭირვებაში მყოფმა ალპინისტმა დახმარება გამოიძახა და სელფიც გადაიღო... მაგრამ, მაშველები არ ჩანდნენ. აარონმა მათ ლოდინში რამდენიმე დღე გაატარა. ბოლოს მიხვდა, რომ რამე უნდა გაეკეთებინა. ის უფსკრულზე 18 მ. სიმაღლეზე ეკიდა და მხოლოდ ჯიბის დასაკეცი დანა ჰქონდა... და მან, თავის ცხოვრებაში, ყველაზე რთული გადაწყვეტილება მიიღო: მან ჯერ კუნთები გადაიჭრა, შემდეგ ხელი ისე გადაატრიალა, რომ ძვალი გაეტეხა და კანიონის ფსკერზე დაეცა. საბედნიეროდ, დაცემისას, ქვედა კიდურები არ დაზიანებია. მან მოკვეთილი ხელი შეიკრა, სისხლისგან რომ არ დაცლილიყო და დახმარების საძებნელად წავიდა. უკაცრიელ უდაბნოში 8 მილის გავლის შემდეგ, ის ვერტმფრენიდან მაშველებმა შენიშნეს, რომლებიც სწორედ მას ეძებდნენ და აარონი გადარჩა. დღეს რალსტონი მწვრთნელია, მაგრამ მთების დაპყრობას ისევ აგრძელებს. ის მომხდარ უბედურ შემთხვევას საყვარელი საქმის კეთებაში ხელის შეშლის უფლებას არ აძლევს. ეს ადამიანი ცოცხალი ლეგენდაა, რომლის შესახებ, არაერთი მხატვრული და დოკუმენტური ფილმია (მათ შორის, ყველაზე ცნობილია — «127 საათი») გადაღებული. ჯონათან მეტცი2010 წლის ივნისის იმ საბედისწერო ღამეს, რომელმაც კონეკტიკუტელ ჯონათან მეტცის ცხოვრება სრულიად შეცვალა, ის ჩვეულებისამებრ ვახშამს ამზადებდა. ვიდრე კერძი მზადდებოდა, ჯონათანი სარდაფში ჩავიდა, რომ ღუმელი შეეკეთებინა და რაღაცნაირად, მასში ხელი გაეჭედა. მთელი 12 საათის მანძილზე ის ყვიროდა და შველას ითხოვდა. საერთოდ კი, ჯონათანმა სარდაფში 3 დღე-ღამე გაატარა. როდესაც მიხვდა, რომ დახმარების იმედი აღარ უნდა ჰქონოდა, ხელის ხერხს მისწვდა, რომელიც იქვე ახლოს ეგდო და საკუთარი ხელის გადახერხვა დაიწყო. სამუშაოს დიდი ნაწილი ჩატარებული ჰქონდა, როდესაც გონება დაკარგა. იმავე დღეს, მეტცის გაუჩინარებით შეშფოთებულმა მისმა მეგობარმა პოლიციაში დარეკა. ხოლო, ადგილზე მისულმა პოლიციელებმა ის იპოვეს და გადაარჩინეს. მართალია, ჯონათანს ხელის ამპუტაციის ოპერაცია ბოლომდე არ მიუყვანია, მაგრამ საკუთარი სიცოცხლე მაინც იხსნა. ოპერაციის დასრულების შემდეგ, ექიმებმა აღნიშნეს, მას მკვდარი ქსოვილები რომ არ მოეკვეთა, სისხლი მოეწამლებოდა და ბოლოს და ბოლოს, დაიღუპებოდა. ჯონ ჰატი2011 წლის 19 აგვისტოს 61 წლის კოლორადელი ხის მჭრელი ჯონ ჰატი კოლორადოს დასავლეთით, შორეულ და უკაცრიელ ადგილზე იმყოფებოდა, როდესაც ფეხზე 6 ტონიანი მოწყობილობა დაეცა. როდესაც ეს უბედური შემთხვევა მოხდა, ის უკვე მოჭრილ ხეებს მანქანაზე ტვირთავდა. ის მიხვდა, რომ თუ გადარჩენა უნდოდა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ემოქმედა და რადგან ტელეფონი სიგნალს არ იჭერდა, ჯიბიდან დანა ამოიღო... ჯონმა ფეხის თითები მოიჭრა და სასწრაფოდ იმ ადგილისკენ გაემართა, სადაც მის დახმარებას შეძლებდნენ. უბედური შემთხვევიდან ერთი თვის შემდეგ, მას უკვე სიარული შეეძლო და სულ მალე, სამუშაოსაც დაუბრუნდა. ალ ჰილი2007 წელს 66 წლის მამაკაცი, კალიფორნიის შტატიდან, ტყეში იყო ხის საჭრელად, როდესაც მოჭრილი ხე დაეცა და ქვეშ მოიყოლა. მან ამ მდგომარეობაში 11 საათი გაატარა. ადგილი, სადაც ის იყო, დასახლებული პუნქტიდან ძალიან იყო დაშორებული და იქ ფიჭური კავშირიც არ არსებობდა. მუხლს ქვემოთ ფეხის მოსაჭრელად და სიცოცხლის გადასარჩენად, ალმაც ჯიბის დანით ისარგებლა. მას შემდეგ, რაც თავი გაითავისუფლა, წამოდგომა სცადა და ამ დროს, ხის ჩეხის ხმა შემოესმა. მან ყვირილი დაიწყო და მისი ხმა გაიგეს. აღმოჩნდა, რომ ტყეში მისი მეზობელი იყო. ის სასწრაფოდ გაიქცა იმ ადგილისკენ, სადაც მობილური იჭერდა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ, ალს ოპერაცია გაუკეთეს და ის გამოჯანმრთელდა. მან მართალია ფეხი დაკარგა, მაგრამ სიცოცხლე შეინარჩუნა. მირონ შლაფმანიშლაფმანი გამოცდილი მონადირე იყო და 2018 წლის 18 აგვისტოს, იმას აკეთებდა, რაც არაერთხელ გაუკეთებია – საკუთარ ავტოფარეხში დენის ხორცსაკეპი მანქანით ძეხვს ამზადებდა. როდესაც ის მანქანაში ხორცს ასწორებდა, ფეხი შემთხვევით პედალს დააჭირა და მისი მარცხენა ხელი მანქანამ შეითრია. მას ხელი დაეჭრა, ძვლები დაემტვრა და ის ისევ მანქანაში იყო გაჭედილი. 69 წლის ვიეტნამის ომის მონაწილემ იცოდა, რომ ტრავმის გათვალისწინებით, ის სავარაუდოდ, სისხლისგან დაიცლებოდა, თუ ხელს არ გაითავისუფლებდა და ამიტომ, სასწრაფოდ, ხელის მოჭრა გადაწყვიტა. შლაფმანს არც კი უყოყმანია: ყველაზე ახლოს მდებარე დანა აიღო და მუშაობას შეუდგა. ხელის გათავისუფლების შემდეგ, 911-ზე დარეკა და ადგილზე მისულმა პოლიციამ მას ჭრილობა დაუმუშავა, ხოლო შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანა. ხელის თვითამპუტაციით, ხანდაზმულმა მამაკაცმა თავი გადაირჩინა. რამლანი2009 წლის 30 სექტემბერს 18 წლის რამლანი და 53 წლის ემანი ქ. პადანგში (ინდონეზია) მშენებლობაზე მუშაობდნენ. უეცრად მიწისძვრა მოხდა და მუშებს იატაკი ფეხქვეშ გამოეცალათ. ირგვლივ ყველაფერი ჩამოინგრა. რამლანმა გამოქცევა მოახერხა, მაგრამ ფეხი ბეტონის კოჭებს შორის ჩაჰყვა. შეშინებულმა და პანიკაში ჩავარდინილმა ბიჭმა იფიქრა, რომ მისი ერთადერთი ხსნა – ფეხის ამპუტაცია იყო. რამდენიმე წუთის შემდეგ, მიწისძვრა შეწყდა და ყველაფერი მიწყნარდა. რამლანმა სიახლოვეს მდებარე თოხი მიითრია, მაგრამ ის საკმარისად მჭრელი არ აღმოჩნდა, რომ ფეხი მოეკვეთა. ამიტომ, ბიჭმა ემანს დაურეკა და დახმარება სთხოვა. დიდი საფრთხის მიუხედავად, ის მაშინვე რამლანის გადასარჩენად გაიქცა. რომ ნახა ბიჭი რა მდგომარეობაშიც იყო, პატარა ხერხი მოძებნა და მას მიაწოდა. მაგრამ, იმ მომენტისთვის, ის იმდენად იყო დასუსტებული, რომ ფეხის გადახერხვას ვეღარ ახერხებდა... სწორედ მაშინ მიხვდა ემანი, თუ რა უნდა გაეკეთებინა. მან აიღო ხერხი და რამლანის მიერ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა. ფეხის მოკვეთის შემდეგ, ბიჭს ჭრილობა გადაუხვია და უახლოეს საავადმყოფოში წაიყვანა, სადაც კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარეს, ჭრილობაში ინფექცია რომ არ შეჭროდა. დუგ გუდეილიდუგ გუდეილი ჰომარების დამჭერი იყო და ის 2002 წელს ბოლოჯერ გავიდა ზღვაში. მამაკაცს მენის შტატიდან, მას შემდეგ, რაც ხელი ჯალამბარში ჩაჰყვა, წარმოუდგენელი რამის გაკეთება მოუხდა. ამასთან, ის შტორმის დროს, სრულიად მარტო იყო გემზე. დუგლასმა ხელის მოჭრა გადაწყვიტა, მაგრამ გემი უეცრად გადაიხარა და ის ბორტიდან გადავარდა. თუმცა, ჯერ კიდევ მექანიზმზე იყო ჩამოკიდებული და გემზე დაბრუნება შეძლო. გემზე დაბრუნებულმა დუგმა აღმოაჩინა, რომ მხარი ჰქონდა ამოვარდნილი. ის დანას მისწვდა, რომელიც ყველაზე ახლოს იყო ჩამაგრებული და ხელი მოიჭრა. ჭრილოვის გადახვევის შემდეგ მან გეზი ნავსადგურისკენ აიღო, სადაც პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამსონ პარკერიპარკერი ფერმერი იყო სამხ. კაროლინაში. 2007 წლის ერთ დღეს ის საკუთარ მინდორზე მარტო მუშაობდა. რაღაც მომენტში, ჩაფიქრდა და მარჯვენა ხელი მოსავლის ამღებ მექანიზმში ჩაჰყვა. ამასთან, ხელი მხოლოდ კი არ გაეჭედა, მანქანას ცეცხლიც გაუჩნდა. პარკერი მიხვდა, რომ თუ სასწრაფოდ რამეს არ მოიმოქმედებდა, ცეცხლი გადაედებოდა და ტანჯვით სიკვდილი არ ასცდებოდა... მან ჯერ სახანძრო გამოიძახა, შემდეგ ჯიბიდან 8 სმ-იანი დანა ამოიღო და ხელის მოჭრას შეუდგა. როგორც პარკერმა მოგვიანებით განაცხადა, ოპერაციის დროს ცუდად გახდა, ხოლო ადგილზე მისულმა მეხანძრემ, დუგ სპინკსმა ის ხელმოჭრილი და ნაწილობრივ დამწვარი იპოვა. პარკერს მოჭრილი ხელიდან სისხლი სდიოდა და მეხანძრემ მას პირველადი დახმარება აღმოუჩინა, რითაც სიკვდილს გადაარჩინა. ინეს რამირესი
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: 1679 7-ს მოსწონს
|