x
image
intermedia.ge
Mediator image
23 მაისს „ბიბლუსის“ დაბადების დღეა - რა სიურპრიზებს უმზადებს კომპანია ერთგულ მკითხველს?

image

23 მაისს საქართველოში ყველაზე დიდი მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ 10 წლის ხდება! სწორედ ამ დღეს გაიხსნა „ბიბლუსის“ პირველი მაღაზია, თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე; 10 წლის შემდეგ კი ის უკვე 56 ფილიალს აერთიანებს საქართველოს მასშტაბით.

კომპანია დაარსების დღიდან ანებივრებს ერთგულ მკითხველს სასიამოვნო სიურპრიზებით. ამ მხრივ გამონაკლისი არც 23 მაისი იქნება. ამ დღეს სხვადასხვა ფილიალში მისულ სტუმრებს მათთვის საყვარელი მწერლები და ცნობადი სახეები უმასპინძლებენ, გაესაუბრებიან, გაუწევენ კონსულტაციას და უპასუხებენ მათ კითხვებს. მასპინძლებს შორის იქნებიან: მწერლები თეონა დოლენჯაშვილი, შორენა ხუხუა, თათული ღვინიანიძე, პოეტი გენრი დოლიძე, ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი და სხვა.


image

მთელი დღის განმავლობაში ბიბლუსის ნებისმერ ფილიალში მისულ ყველა სტუმარს საჩუქრად თემატური სანიშნები გადაეცემათ, ხოლო ყოველ 25-ე მომხმარებელს სპეციალური პრიზები, რომელთა შორისაც იქნება როგორც წიგნები, ასევე სხვადასხვა თემატური აქსესუარი.

რაც განსაკუთრებით დააინტერესებთ ლიტერატურის მოყვარულებს, 23 მაისს ბიბლუსის მთელი ქსელის მასშტაბით იმოქმედებს სპეციალური -50%-მდე ფასდაკლება 100 ბესტსელერ წიგნზე.

როგორც „ბიბლუსში“ განმარტავენ, კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია კმაყოფილი მკითხველი, რადგან სწორედ ამ ერთგულ მკითხველებთან ერთად იქმნებოდა ბიბლუსის 10 წლიანი ისტორია, ამიტომაც კომპანიას სურს ასეთი მნიშვნელოვანი თარიღი სწორედ მათთან ერთად აღნიშნოს და ეს დღე განსაკუთრებული გახადოს თითოელი მათგანისთვის.

image







0
20
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0