სხვა სამი ჯარისკაცის დედა, რომელიც თავადაც შეიარაღებულ ძალებში მსახურობს 2018, 21 მაისი, 2:18 სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ფოტომ, რომელზეც დედა სამ ჯარისკაც შვილთან ერთად არის გადაღებული, სრულიად საქართველო აალაპარაკა. იმდენად დიდი იყო საზოგადოების ინტერესი, ახლოდან გაეცნო სამი ჯარისკაცის მშობელი ქალი, რომელიც თავადაც ქვეყნის შეარაღებულ ძალებში მსახურობს. გადავწყვიტეთ, ქალბატონ ნათია ლაფაჩს გავსაუბრებოდით - როგორ მოხვდით სამხედრო სამსახურში? - სამხედრო სამსახური დავიწყე 34 წლის ასაკში. თუმცა ეს ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ამას ყოველთვის აღვნიშნავდი ბავშვობიდან. რაღაცნაირად სულში გამჯდარი მაქვს, მთელი ცხოვრება ვაკეთო ვაჟკაცური საქმე და გამოვადგე ჩემს ქვეყანას. ეს თუ შინაგანად არ მოდის, ისე არ გამოვა. მე შეიძლება ჯარისკაცი არასდროს ვყოფილიყავი, მაგრამ ჩემს სამშობლოს გასაჭირში მაინც არ დავტოვებდი. იგივეს გავაკეთებდი, რასაც ვაკეთებ ახლა. - როგორ და როდის მიიღეთ ჯარში წასვლის გადაწყვეტილება? - ჯარში წასვლის სურვილი სულ მქონდა, მაგრამ გადაწყვეტილება მივიღე 2007 წელს. შევიტანე თავდაცვის სამინისტროში საბუთები და დავინიშნე ცალკეულ სამხედრო სამედიცინო ბატალიონის მედდა სტატისტიკოსად. მაქვს დამთავრებული სამედიცინო ტექნიკუმი ცხინვალში. ქალის ჯარში მსახურებაზე ძალიან ნეგატიური შეხედულებები და აზრები მომისმენია ხალხისგან: "ქალს რა უნდა ჯარში", "რა ქალის საქმეა იარაღი და ფორმა".? მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, მეამაყება, რომ ვარ ქალი სამხედრო და ვემსახურები ჩემს ქვეყანას! მეამაყება, რომ ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადამირჩენია. მეამაყება ყველა ის ფორმიანი მანდილოსანი, რომლებიც ტოლს არ უდებენ ვაჟკაც სამხედროებს და არიან სულიერად თუ ფიზიკურად ძლიერები! სწორედ ასეთი ხალხი სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ახლა ჯარში რას საქმიანობთ? - მყავს სამი შვილი (ჯონი, ანრი და თორნიკე ლაფაჩები) და სამი შვილიშვილი. ჩემი გვარია ბერუაშვილი, მაგრამ ვატარებ მეუღლის გვარს. ჩემი შვილები ჩემთან ერთად მსახურობენ პირველ ქვეით ბრიგადაში სხვადასხვა თანამდებობაზე. მე ვარ სამედიცინო ასეულში. როგორც ყველა სამხედრო მოსამსახურეს, მეხება ფიზიკური ვარჯიში, პოლიგონი, მარშიც და ყველა იმ დავალების შესრულება, რაც სამხედროს ევალება. საიდან ხართ წარმოშობით და სად ცხოვრობთ ახლა? - ბატონმა მინისტრმა, ლევან იზორიამ ავღანეთიდან დაბრუნების დროს გადმომცა დროებითი საცხოვრებელი ბინა სამსახურთან ახლოს სამხედრო დასახლებაში. ისე, დავიბადე და გავიზარდე ცხინვალის რაიონ სოფელ ერედვში. დღეს ჩემი სოფელი ოკუპირებულია და ჩემი მშობლები ლტოლვილები არიან. მე იმედი მაქვს, გათენდება დღე, როდესაც ჩემს სოფელში ჩემს ნასახლარზე დავადგამ ფეხს და ალბათ სიხარულის ცრემლებით ვიტირებ ძალიან ბევრს. რაც შეეხება, ფოტოს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა და ზოგიერთები წერენ კომენატრებში, რომ თითქოს ახლა ვართ ავღანეთში, ასე არ არის. უკვე გითხარით, როდის ვიყავით ავღანეთში. ეს არის ავღანეთში გადაგებული ფოტო, როცა ერთმანეთს შევხვდით მე და ჩემი შვილი საავიაციო ბაზა ბაგრამზე. ჩემი შვილებისთვის მისაბაძი მაგალითი ვიყავი, რომ გამხდარ იყვნენ სამხედროები. ამ სურვილის ახდენა, დააჩქარა 2008 წლის ომმა, როცა მე ბრძოლის ველიდან დაჭრილი სამხედროები საკუთარი ზურგით გამომყავდა და მათ სიცოცხლის გადარჩენაზე ვზრუნავდი. მაშინ ანრი მე-11 კლასში იყო და დაწერა თემა ომზე, ჩვენი სამშოობლოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე. იქ ისეთი სიტყვებით გადმოსცემს თავის გულის ტკივილს, რომ უცრემლოდ ვერცერთხელ წავიკითხე. განსაკუთრებულად დამამახსოვრდა ეს ფრაზები: "დედა ორი კვირის შემდეგ ვინახულე, ხელები დაწყლულებოდა, ლამაზი სახე მოღუშოდა. მითხრა, დაიცავი სამშობლო, სიცოცხლის ფასადაც რომ დაგიჯდესო. მაშინ პირველად ვინატრე, დიდი ვყოფილიყავი და დედის გვერდით იარაღით ხელში დავმდგარიყავი ჩემი ქვეყნის დასაცავად. მე, როგორც მომავალი ჯარისკაცი, მოვუწოდებ ყველა ჩემს თანატოლს!!! სამშობლოსთვის სწორდით, ბიჭებო!!! {თქვენთვის საინტერესო} 1. "შვილმა მამას ცოლი გაუძარცვა და მოუკლა" 2. გამოვიყენებთ, უთოებს, ჩანგლებს და ყველაფერს, რაც კი ჩვენს ხელში იქნება - გიორგი ჭელიძე 3. როგორ აირჩია მეფემ მემკვიდრე, რომელსაც მემკვიდრე არ ჰყავდა 4. 17 ისტორიული ფოტო - მოგწონთ გაფერადებული ვერსიები? 5. თუ განსხვავებულის ძიებაში ხართ, მაშინ გირჩევთ 10 ქალაქს, სადაც ფანტასტიურად დაისვენებთ! 6. 20 ფოტო, რომელიც მსოფლიო ისტორიის სიღრმეში ჩაგითრევთ! 7. ამ კთხვაზე პასუხის გაცემით, გამოავლენთ თქვენს პიროვნულ ხასიათს - უპირველესად რომელს დაეხმარებოდით? 8. ცუნამის შედეგად, სანაპიროზე გამორიყული იდუმალი არსებები! 219 7-ს მოსწონს
|