x
მეტი
  • 05.10.2024
  • სტატია:137447
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511364
გამოვიყენებთ, უთოებს, ჩანგლებს და ყველაფერს, რაც კი ჩვენს ხელში იქნება - გიორგი ჭელიძე
"ვარ ჯანმრთელად, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში, მე და ჩემი მოძრაობა მზად ვართ შემდგომი ბრძოლებისთვის" - ამის შესახებ "იბერიას" ეთერში გასულ გადაცემაში "თავისუფალი სივრცე" ეროვნულ-სოციალისტური მოძრაობის - "საქართველოს ეროვნული ერთობა" ერთ-ერთმა ლიდერმა - გიორგი ჭელიძემ განაცხადა.


imageჭეილიძის განცხადებით, მოძრაობის მეთაური, შავპერანგიანების მეთაური და თავად, გუშინ პოლიციის სამმართველოში იმყოფებოდნენ, რადგან სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მათ განცხადებებთან დაკავშირებით, თუმცა ჭელიძის განმარტებით ყველა მათი განცხადება კანონის ფარგლებში კეთდებოდა. "ჩვენ ამომწურავად ვუპასუხეთ ყველა კითხვას, რომ ეს განცხადებები იყო თავდაცვითი განცხადებები" - განაცხადა ჭელიძემ.


"საქართველოს ეროვნული ერთობა"-ს ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, მათ ორგანიზაციას დამფინანსებელი არ ჰყავს: "არავინ არ უხდის ჩვენს ორგანიზაციას ფულს, არანაირი დაფინანსება არ გაგვაჩნია, არც ოფისი გაგვაჩნია, ხმის გამაძლიერებელიც კი არ გვაქვს. ეკიპირებაც ინდივიდუალურია" - განაცხადა "თავისუფალ სივრცეში" სტუმრობისას ჭელიძემ.


ჭელიძის განმარტებით, მას კანონის დაცვით შეძენილი და გაფორმებული სანადირო იარაღი გააჩნია. ასევე, იარაღი მის თანაგუნდელებსაც აქვთ. სამოქალაქო დაძაბულობის შემთხვევაში კი, მისი განმარტებით, საბრძოლველად ყველა იარაღს გამოიყენებენ, მათ შორის, უთოებს, ჩანგლებს და ა.შ.



შეგახსენებთ, რომ მოვლენები მას შემდეგ განვითარდა, რაც 11 მაისს, გვიან ღამით, კლუბებში: "ბასიანი" და "გალერი" სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს. შსს-ს განცხადებით დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი. პროტესტის ნიშნად, "თეთრი ხმაურის" მოძრაობამ აქცია გამართა ლოზუნგით: "ჩვენი თავისუფლებისათვის". მეორე საღამოს, ამ აქციის საპირისპირო კონტრაქცია გაიმართა. სამართალდამცავთა მუშაობის შედეგად, აქცია სერიოზულ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა, თუმცა შს მინისტრთან რამდენიმე შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, გაგრძელდება თუ არა აქციები.









{თქვენთვის საინტერესო}


1. "მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, მერე რა, თუ ხალხს ვძულვარ..." - ტრანსგენდერი ქალის წერილი

2. ყველაზე ჭკვიანებსაც უჭირთ ამ გამოცანის ამოხსნა (გასართობი ტესტი)

3. "იქ ჩემი შვილიც დგას, ეკლესიისგან გაბრაზებული და გულნატკენი" - პეტრე კოლხი საპატრიარქოს მიმართავს

4. მუხლებზე სიარული - დაოსური პრაქტიკა, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ!

5. 10 საბედისწერო მოგზაურობა მთებში

5
612
11-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
612
  
2018, 20 მაისი, 8:58
პირდაპირ ამბობენ თვითონ ვინც არიან რომ ფაშისტები და ნაცისტები არიან.
2018, 20 მაისი, 7:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 18 მაისი, 19:28
ეროვნულ-სოციალისტური მინდა რომ განგიმარტოთ ტერმინი ვინც არ იცით - ეს არის იგივე ნაციონალ-სოციალისტური მოძრაობა ანუ ჰიტლერის მიერ ჩამოყალიბებული მოძრაობაა. ჰიტლერის პარტიას ერქვა ასე. შემოკლებით ნაციზმი.
2018, 18 მაისი, 17:28
აშკარად ავადმყოფია :დ
ეს ახლა ნორმალურია?(
0 1 5