x
მეტი
  • 20.11.2024
  • სტატია:138344
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512018
"შვილმა მამას ცოლი გაუძარცვა და მოუკლა"
56 წლის ხათუნა ქ-ძის ცხედარი მის კუთვნილ კომერციულ ჯიხურში აღმოაჩინეს. სადღეღამისო მაღაზიაში გვიან ღამით მისულ მოქალაქეს მაღაზიაში ქალის ყელგამოჭრილი გვამი დახვდა.


მოქალაქემ, რომელიც დანაშაულის ადგილას შემთხვევით მივიდა, პოლიციას შეატყობინა მომხდარის შესახებ. გამოძიებას სწორედ მან მისცა პირველი ჩვენება:


„ღამის ორ საათზე მომიწია ავტომობილით შემთხვევის ადგილას გავლა. მანქანა განათებულ მაღაზიასთან გავაჩერე და სიგარეტის საყიდლად შევედი, კარი მოხურული იყო, მაგრამ დაკეტილი არ ყოფილა. პატარა მაღაზიაში არავინ დამხვდა, დავიძახე, მაგრამ არავინ გამომხმაურებია, ეს საეჭვოდ მომეჩვენა, იქვე მეორე კარი დავინახე, რომელიც შეღებული იყო და იქიდან ადამაინის ფეხი ჩანდა. კარს მივუახლოვდი და თეთრ იატაკზე სისხლის კვალი დავინახე. ძირს ქალი ეგდო, სავარაუდოდ, უკვე გარდაცვლილი. მაშინვე უკან გამოვტრიალდი, გარეთ გამოვედი და პოლიცია გამოვიძახე.“


შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ადგილობრივი მკვიდრის, ხათუნა ქ-ძის ცხედარი დახვდათ. ქალს ყელი დანით ჰქონდა გამოჭრილი, კისრის არეში ორი დაზიანება აღენიშნებოდა, ყველგან სისხლის კვალი იყო დამჩნეული. მაღაზიაში თითქმის ყველაფერი ხელუხლებელი იყო, ერთი შეხედვით, ეს შემთხვევა ძარცვას არ ჰგავდა. შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 300 მეტრში, ნაგვის ბუნკერში სამართლადამცევლებმა დანაშაულის იარაღს, დანას და გარდაცვლილი ქალის მობილურ ტელეფონს მიაგნეს. სწორედ მათი მეშვეობით მოხდა დანაშაულში ეჭვმიტანილი პირის დაკავება. ტელეფონი მკვლელის მიერ გაგზავნილ მუქარის შემცველ ტექსტურ და ხმოვან შეტყობინებებს ინახავდა.



image



გარდაცვლილი ქალის დის დაკითხვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ხათუნა ქ-ძეს დაპირისპირება ჰქონდა ორ ადამიანთან: ერთი მისი ყოფილი ქმარი იყო, რომელსაც დიდი ხნის წინ დაშორდა, მაგრამ მამაკაცი მასთან კონტაქტს და მუქარას დროდადრო მაინც აგრძელებდა, მეორე კი – გარდაცვლილი ქალის მეორე ქმრის შვილი, 26 წლის მამაკაცი, რომელიც ქალს მისი მშობლების ოჯახის დანგრევას აბრალებდა. ამონაწერი ლუიზა ქ-ძის ჩვენებიდან: „ჩემი და საკმაოდ ძლიერი და ყოჩაღი ქალი იყო, არავის უშინდებოდა. სულ ვაფრთხილებდი, ღამით მაღაზიაში მარტო ნუ რჩები, რამე შარს არ გადაეყარო-მეთქი, მაგრამ არ მიჯერებდა, არც ეშინოდა – მთელი რაიონი მიცნობს, ხმას ვინ გამცემსო. ყველაზე მეტად მისი ყოფილი ქმრის მეშინოდა, რომელსაც ოჯახი ჰქონდა, მაგრამ ხათუნას მაინც არ ასვენებდა, დროდადრო თავს ახსენებდა და სთხოვდა, ქმარს გაშორდი და ისევ მოგიყვან ცოლადო. მადონა ქმარს ამის შესახებ უმალავდა, მთელი აქცენტი გადატანილი ჰქონდა ქმრის უფროს შვილზე, მამუკაზე, რომელთანაც მუდმივად ჰქონდა დაპირისპირება და კონფლიქტი.“ ხათუნა ქ-ძესთან დაპირისპირებული ორი მამაკაციდან რომელს ჰქონდა კავშირი მკვლელობასთან, ეს მოგვიანებით გახდა ცნობილი. სამართალდამცველებმა დაჰკითხეს როგორც მისი ყოფილი მეუღლე, ასევე მისი მეორე ქმრის შვილი. ორივე ადასტურებდა ხათუნა ქ-ძესთან არსებულ კონფლიქტს, თუმცა აცხადებდნენ, რომ მკვლელობასთან კავშირი არ ჰქონდათ. გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, დანაზე აღმოჩენილი კვალით და მუქარის შემცველი შეტყობინებებით, რაც გარდაცვლილს მეორე ქმრის შვილისგან ჰქონდა მიღებული, გამოძიებამ დანაშაულში ეჭვმიტანილად მამუკა მ-შვილი ცნო.


საქმის მასალების საფუძველზე სამართალდამცველებმა დააკავეს მამუკა მ-შვილი, რომელმაც მოგვიანებით ჩადენილი დანაშაული აღიარა. სასამართლო პროცესზე მამუკა მ-შვილმა დანაშაულის მოტივის შესახებაც აღიარა. მისი ჩვენების მიხედვით, ქალი შურისძიების გამო მოკლა, რადგან მას ადანაშაულებდა მშობლების გაყრასა და მათი ოჯახის დანგრევაში. „იმის მიუხედავად, რომ თითქმის ათი წელი იყო გასული, რაც დედა და მამა ერთმანეთს დაშორდნენ, მამის გარეშე ცხოვრებას მაინც ვერ მივეჩვიე.


"ჩვენი სიტყვიერი დაპირისპირევბა ფიზიკურ კონფლიქტში გადაიზარდა, ის შეურაცხყოფას მაყენებდა, რაც ვეღარ მოვითმინე, ორჯერ დავარტყი. შემდეგ პატარა ოთახში შევათრიე და დანით ყელი გამოვჭერი. ძალიან აღელვებული ვიყავი. არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი, როცა გავაცნობიერე ჩადენილი ქმედება, შემთხვევის ადგილი მივატოვე.“


საქმის მასალების მიხედვით, მამუკა მ-შვილმა შემთხვევის ადგილიდან ხათუნა ქ-ძის კუთვნილი 180 ლარი და მისი ოქროს სამკაულები გაიტაცა. სამართლადამცველებმა გატაცებული ნივთები მისი ბინიდან ამოიღეს. სასამართლომ მამუკა მ-შვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.









{თქვენთვის საინტერესო}


1. გამოვიყენებთ, უთოებს, ჩანგლებს და ყველაფერს, რაც კი ჩვენს ხელში იქნება - გიორგი ჭელიძე

2. როგორ აირჩია მეფემ მემკვიდრე, რომელსაც მემკვიდრე არ ჰყავდა

3. "მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, მერე რა, თუ ხალხს ვძულვარ..." - ტრანსგენდერი ქალის წერილი

4. 10 საბედისწერო მოგზაურობა მთებში

5. 17 ისტორიული ფოტო - მოგწონთ გაფერადებული ვერსიები?

6. ვინ არიან ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული პირები?

7. "იქ ჩემი შვილიც დგას, ეკლესიისგან გაბრაზებული და გულნატკენი" - პეტრე კოლხი საპატრიარქოს მიმართავს

3
438
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
438
  
2018, 20 მაისი, 23:01
მგელი არც მიგულისხმია, აფთარს და ტურავს ვგულისხმობ...
ერი დიდი ხანია გახლეჩილია, ამაში გეთანხმები.
2018, 20 მაისი, 19:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2018, 20 მაისი, 13:27
სად იბადებიან ასეთი ცხოველები!!!
0 1 3