ფეხბურთი ბექჰემის შემცირებული ხელფასი. 2012, 30 ივნისი, 15:33 "ლოს-ანჯელეს გელექსის" ინგლისელი ვარსკვლავი, დევიდ ბექჰემი ამიერიდან აღარ ითვლება მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად.ახალი კონტრაქტის საფუძველზე, რომელიც 37 წლის ბექჰემმა ლოს-ანჯელესურ კლუბთან გააფორმა, მისი ხელფასი წელიწადში 4 მილიონი დოლარია, რაც 40 პროცენტით ნაკლებია წინა კონტრაქტთან შედარებით.ამგვარად ამერიკის საფეხბურთო ლიგაში ბექჰემი მაღალანაზღაურებად ფეხბურთელების რეიტინგში მესამე ადგილზე ჩამოქვეითდა, მის წინ არიან ტიერი ანრი 5, 6 მილიონი დოლარით და რაფაელ მარკესი 4, 6 მილიონი დოლარით.ორივე ფეხბურთელი, ცნობისთვის, "ნიუ-იორკ რედ ბულის"წევრია.ხელფასის კლების მიუხედავად, ბექჰემი მაინც ინარჩუნებს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ფეხბურთელის წოდებას.მისი კაპიტალი 160 მილიონ დოლარად არის შეფასებული 9 1-ს მოსწონს
|