x
ვერცხლი დრაფტის წინააღმდეგ.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისა და "შარლერუას"ფორვარდ თორნიკე შენგელიას ბელგიის ჩემპიონობამდე ნახევარი წუთი დააკლდა."ოოსტენდესთან"ფინალური სერიის გადამწყვეტი, მეხუთე მატჩი ოვერტაიმის დასრულებამდე 30 წამით ადრე ქართველმა კალათბურთელმა თანაგუნდელები 74:72 დააწინაურა, თუმცა, საბოლოოდ მატჩის გმირის წოდება მაინც მეტ ლოიესკის ერგო, რომლის ზუსტმა სამქულიანმაც"ოოსტენდეს"ოქროს მედალი შარლერუელებს კი მწარე იმედგაცრუება მოუტანა.შენგელიამ მოედანძე 24 წუთი გაატარა და ანგარიშზე 14 ქულა, 3 მოხსნა, ამდენივე დაფარება და 2 ჩაჭრა ჩაიწერა.დრამატულ შეხვედრაში დამარცხების შემდეგ 20 წლის კალათბურტელი იმედგაცრუებული იყო, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორიოდ კვირაში თორნიკეს კარიერის უმნიშვნელოვანესი ეტპი ელის:"აქამდე, მხოლოდ ბელგიის ჩემპიონატზე ვფიქრობდი, ამიერიდან კი მთლიანად მომავალი დრაფტისთვის მზადებაზე გადავერთვები", გვითხრა შენგელიამ.შეგახსენებთ, თორნიკე უკვე იტალიაშია და თავის გამოჩენას ტრევიზოს ცნობილ კემპზე შეეცდება.თორნიკე და მისი აგენტი სწორედ ტრევიზოს კემპის შემდეგ გასაწყვეტენ, დარჩება თუ არა 28 ივნისს შენგელიას გვარი NBA-ს წლევანდელი დრიფტის მონაწილეთა სიაში.

0
9
1-ს მოსწონს
ავტორი:ლაშაა88
ლაშაა88
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0