სხვა ნახეთ როგორ შეიცვალა ჩვენი ცხოვრება უკანასკნელი 20 წლის მანძილზე 2018, 6 ივნისი, 11:49 ბოლო 2 ათეული წლის მანძილზე, მსოფლიომ უდიდესი პროგრესი განიცადა და მთელი რიგი სისხლეების დანერგვით, ტექნოლოგიების განვითარების ისტორიაში, კუთვნილი ადგილი დაიკავა. დღეს ყველაფერი სხვაგვარად არის, მსოფლიო შეიცვალა... მსოფლიოს მოსახლეობა მკვეთრად გაიზარდა
1998 წელს მსოფლიო მოსახლეობის საერთო რაოდენობა მნიშვნელოვან ნიშნულს მიუახლოვდა. მაშინ დედამიწაზე 5, 9 მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო მომდევნო წელს - 6 მლრდ. გახდა. მკვეთრად გაიზარდა მოსახლეობის რიცხვი ქალაქებშიც
შენობებმა წარმოუდგენელ სიმაღლეებს მიაღწიეს
1998 წელს მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა, მალაიზიაში ახლად აშენებული Petronas Twin Towers იყო. მისი სიმაღლე 451 მ-ს შეადგენს. მას შემდეგ, უამრავი ცათამბჯენი აშენდა და ყოველ ჯერზე, შენობის სიმაღლე თანდათანობით იზრდებოდა. ინტერნეტმა ჩვენი ცხოვრება შეცვალა
დღეს რთული წარმოსადგენია ჩვენი ცხოვრება ინტერნეტის გარეშე. თუმცა, ის სწორედ ასეთივე იყო 20 წლის წინაც: 1998 წელს აშშ-ს მოსახლეობის მხოლოდ 41% ჰქონდა ინტერნეტზე წვდომა. Pew Research Center მონაცემების თანახმად, დღეს ეს მაჩვენებელი 89%-მდე გაიზარდა. სოციალურმა ქსელებმა მსოფლიო დაიპყრეს
მობილური ტელეფონი – აუცილებლობას წარმოადგენს და თითქმის ყველას აქვს
ისევე როგორც ტექნოლოგიის სხვა სახეებმა, მობილურმა ტელეფონებმა ფართო გავრცელება ჰპოვა, ბოლო 20 წლის მანძილზე. გაჩნდნენ უპილოტო ავტომობილები
მხოლოდ 20 წელი გახდა საჭირო, უპილოტო ავტომობილებთან დაკავშირებული ოცნების ასასრულებლად. დღეს ასეთი მანქანა, უკვე ჩვენი რეალობის ნაწილია. კლიმატის შეცვლა სამწუხარო რეალობად იქცა
მეცნიერები უკვე დიდი ხანია, კლიმატის ცვლილების საკითხებზე მუშაობენ. თუმცა, ამ ცვლილების ეფექტი, ჩენთვის შესამჩნევი მხოლოდ ბოლო წლებში გახდა. წინა პლანზე ახალი სოციალური საკითხები გამოვიდა
ყველა თაობას, წინა პლანზე, ახალი-ახალი სოციალური საკითხები გააქვს. დღეს ყველაზე აქტუალური არათანასწორობის პრობლემა არის. ამასთან, არა მხოლოდ შემოსავლების, არამედ გენდერული, რასობრივი, სამართლებრივი და ბევრი სხვა თვალსაზრისით. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: ტექნოლოგიური ცვლილებები და ადამიანის ჩვევები ილუსტრაციებში
271 4-ს მოსწონს
|